შანვეი
საოლქო დონის ქალაქი | |
---|---|
შანვეი 汕尾市 | |
ქვეყანა | ჩინეთი |
პროვინცია | გუანდუნი |
შიდა დაყოფა | Chengqu, Haifeng County, Luhe County და Lufeng |
კოორდინატები | 22°47′14″ ჩ. გ. 115°22′32″ ა. გ. / 22.78722° ჩ. გ. 115.37556° ა. გ. |
ფართობი | 4,861.79 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 8 მეტრი |
მოსახლეობა | 2,935,469 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 600 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 660 |
საფოსტო ინდექსი | 516600 |
საავტომობილო კოდი | 粤N |
ოფიციალური საიტი | shanwei.gov.cn |
შანვეი (ჩინ.: 汕尾, ფინინი: Shànwěi) — საოქლო დონის ქალაქი გუანდუნის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. მას ესაზღვრება ძიეიანგს აღმოსავლეთიდან, მეიჭოუ და ხეიუენი ჩრდილოეთიდან, ხუეიჭოუ დასავლეთიდან და სამხრეთ ჩინეთის ზღვა სამხრეთიდან. ის დაახლოებით 120 კილომეტრით აღმოსავლეთით მდებარეობს შენჯენიდან. საოლქო დონის ქალაქის მკვიდრი მოსახლეობა ხაიფენგის დიალექტზე საუბრობს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი შანვეი შეცვილილი სახელით დაარსდა 1988 წელს. ის პოლიტიკურად მიიჩნეოდა, როგორც ხუეიჭოუფუს (惠州府) ნაწილი მინის დინასტიისა და ცინის დინასტიის იმპერიების პერიოდში. ქალაქს საოლქო და ადმინისტრაციული დამოუკიდებლობა ხუეიჭოუდან ჩინეთის რესპუბლიკის (1912-1949) პერიოდში მიენიჭა.
ქალაქის მოსახლეობა, ძირითადად, ხოკოს ეთნიკურ ჯგუს მიეკუთვნება. ამ ეთნიკური ჯგუფის მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა ცინის დინასტიის პერიოდში მუდმივი ომების შედეგად.
უახლესი ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2005 წლის 6 დეკემბრის ღამით, ქალაქის ტერიტორიაზე მასშტაბური გამოსვლები დაიწყო ჩინეთის მთავრობის მიერ მიწების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. პროტესტის დასამშვიდებლად შეიარაღებული პოლიცია გაიგზავნა სოფელ ტოგნჭოუში. ეს განპირობებული იყო იმით, რომ სოფლის აგრეიული მოსახლეობა შეუიარაღებელ პოლიციელებს თავს დაესხა.[1][2] მოგვიანებით ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ პროტესტის შედეგად სამი ადამიანის გვამი იქნა აღმოჩენილი. მედიის ცნობით, გარდაცვლილ პირთა რიცხვი 20-დან 40-მდე მერყეობდა.[3]
2011 წელს, ვუკანის სოფილის მოსახლეობას შორის კონფლიქტი დაიწყო. ამ ყოველივემ საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიქცია.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შანვეისათვის დამახასიათებელია მუსონების გავლენით წარმოქმნილი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Cwa). ქალაქში ზამთარი შეთარებით მოკლე, ნესტიანი და თბილია, ზაფხული კი გრძელი, ხელი და ნოტიოა. ზამთარი იწყება მზიანი და მშრალი დღეებით, თუმცა დღეთა განმავლობაში მეტად ნალექიანი და ღრუბლიანი ხდება. გაზაფხული ზოგადად მოღრუბლულია, ზაფხული კი ჩვეულებრივსამებრ ძლიერი წვიმებით იწყება. საშუალოდ 10.3 დღეა გაზაფხულზე, როდესაც 50 მილიმეტრზე მეტი ნალექი მოდის. შემოდგომა მზიანი და მშრალია. თვის საშუალო 24 საათიანი ტემპერატურა 15.2 °C-დან (იანვარი) 28.3 °C-მდე (ივლისი) იცვლება. საშუალო წლიური ტემპერატურა კი 22.60 °C-ს წარმოადგენს. საშუალო ნალექიანობა 1 891 მილიმეტრია, რისი ორი მესამედიც მაისიდან აგვისტომდე პერიოდში მოდის.
ჰავის მონაცემები — შანვეი (1981−2010 normals) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 27.4 | 28.4 | 30.0 | 32.1 | 32.2 | 34.5 | 38.0 | 35.2 | 35.7 | 34.7 | 33.2 | 29.4 | 38.0 |
საშუალო მაღალი °C | 19.6 | 19.7 | 21.9 | 25.5 | 28.4 | 30.0 | 31.1 | 31.2 | 30.9 | 28.8 | 25.6 | 21.7 | 26.2 |
საშუალო დღიური °C | 15.2 | 15.8 | 18.3 | 22.2 | 25.4 | 27.4 | 28.3 | 28.1 | 27.3 | 24.8 | 21.2 | 17.2 | 22.6 |
საშუალო დაბალი °C | 12.2 | 13.2 | 15.7 | 19.8 | 22.9 | 25.0 | 25.6 | 25.5 | 24.4 | 21.7 | 17.9 | 14.0 | 19.8 |
რეკორდულად დაბალი °C | 3.0 | 4.5 | 7.0 | 9.6 | 15.6 | 19.5 | 21.7 | 21.5 | 18.2 | 13.9 | 8.4 | 2.1 | 2.1 |
საშუალო ნალექი (მმ) | 26.7 | 56.1 | 92.9 | 155.2 | 267.1 | 325.6 | 324.7 | 341.1 | 215.2 | 37.1 | 25.5 | 23.7 | 1 890,9 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) | 6.1 | 9.2 | 11.3 | 12.5 | 14.8 | 17.7 | 16.6 | 16.0 | 11.2 | 5.3 | 4.1 | 4.2 | 129.0 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 70 | 76 | 79 | 82 | 83 | 85 | 84 | 84 | 78 | 70 | 68 | 67 | 77 |
საშუალო თვიური მზიანი საათები | 145.9 | 101.8 | 94.7 | 104.5 | 135.6 | 166.3 | 228.6 | 201.4 | 191.4 | 204.9 | 180.1 | 170.0 | 1 925,2 |
შესაძლო მზის სინათლის პროცენტი | 43 | 32 | 26 | 28 | 33 | 41 | 55 | 51 | 52 | 57 | 55 | 51 | 43 |
წყარო: China Meteorological Administration (precipitation days and sunshine 1971–2000)[4] |
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კავშირი შენჯენთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის დეკემბრის მოხსენების მიხედვით, შენჯენის მმართველები შანვეის განიხილავდნენ, როგორც ერთ-ერთ უმთავრეს ადგილს, სადაც შენჯენიდან ჰაერ დამაბინძურებელი მრეწველობა უნდა გადასულიყო. შენჯენის მაიორის განხხადებით, ამ ქალაქში არსებული 400 ქარხანა შანვეის ინდუსტრიულ პარკში უნდა გადაიტანონ.[5]
მარცვლეული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის მეურნეობა შანვეის ეკონომიკის დიდ ნაწილს წარმოადგენს, რაც საოლქო დონის ქალაქის თბილი კლიმატითაა განპირობებული. ქალაქში მოჰყავთ მარცვლეული კულტურების არაერთი სახეობა, რომელთა შორისაა: ბრინჯი, სეზამი, ბატატი, სიმინდი და ბანანი. ქალაქში წარმოდგენილია მცენარეების 29 ოჯახის 42 სახეობის წარმომადგენელი. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, საერთო ჯამში, 96.6 ათას ჰექტარს წარმოადგენს. ხე-ტყისა და თევზაობის ინდუსტრიებთან ერთად, სოფლის მეურნეობის წყალობით ქალაქის ბიუჯეტში წლიურად 25099 მილიონი ჩინური იუანი შედის.[6]
თევზაობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენვეიში მდიდარი და მრავალფეროვანი ზღვის ეკოსისტემაა. ის გუანდუნის მასშტაბით ცნობილია თევზაობის ინდუსტრიით. ქალაქში მოიპოვებენ: თევზებს, კრევეტებს, კიბორჩხალებს, მოლუსკებსა და ზღვის მცენარეებს. თევზაპბის ინდუსტრია საოლქო დონის ქალაქისათვის საუკუნეების მანძილზე იყო დამახასიათებელი.[6]
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრძელი სანაპიროსა და უნიკალური საბაჟოს გამო, შანვეის ტურიზმის სექტორის განვითარებისათვის დიდი პოტენციალი აქვს. ქალაქის მნიშვნელოვან ტურისტულ ძეგლებს შორისაა: ლუფენგის, ძიეშის, სიანვუს მთის ტურისტული არეალი; შანვეის, ფენგშანის საგვარეულო ტაძრის ტურისტული არეალი; წითელი ყურის ტურისტული არეალი; ხაიფენგის ლოტუსის მთის კურორტი; თნგტინშანის ტურისტულია რეალი; ხაიფენგის წითელი სასახლე; ხაიფენგის წითელი მოედნის ყოფილი ადგილსამყოფელი; ფენგ ფაის ყოფილი რეზიდენცია; შიუტეს მთის ტურისტული კურორტი; ლუხეს, ლიოუტონგის, შივაისა და მეიიუანის ტურისტული არეალი; ლუფენიგის, ფუშანისა და მაზუს ტურისტული არეალი; ლუფენგის, ძინგსიანის სანაპირო ზოლი; ლუფენგისა და ცინგიუანის მთა; ლუხეს ღმერთის სპილოს მთის პარკი; ლუხესწითელი ტყის ეკოლოგიური პარკი. შანვეი ასევე არის კომუნისტური რევოლუციის 13 საწყისი ქალაქიდან ერთ-ერთი მთელი ჩინეთის მასშტაბით.[6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შანვეის სამთავრობო ვებ-გვერდი დაარქივებული 2005-10-28 საიტზე Wayback Machine. (გამარტივებული ჩინური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Protest Planned over Land Dispute in China. NPR (2005-12-16). ციტირების თარიღი: 2013-07-28
- ↑ http://news.xinhuanet.com/english/2005-12/19/content_3940710.htm
- ↑ French, Howard W. (December 17, 2005). „Chinese Pressing to Keep Village Silent on Clash - International Herald Tribune“. Nytimes.com.
- ↑ zh:中国气象数据网 - WeatherBk Data zh-cn. China Meteorological Administration. ციტირების თარიღი: 2020-04-15
- ↑ Beijing, Shenzhen to Close Polluting Plants by 2016, Xinhua, 2011-11-27. Bjreview.com.cn. ციტირების თარიღი: 2013-07-28
- ↑ 6.0 6.1 6.2 汕尾市 广东省情网 zh. 广东省人民政府地方志办公室 (Feb 19, 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 2, 2021. ციტირების თარიღი: May 31, 2021