შამქორჩაი
იერსახე
შამქორჩაი აზერ. Şəmkirçay | |
---|---|
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ტერიტორიული ერთეულები |
გადაბეის რაიონი შამქორის რაიონი |
სათავე |
შაჰდაღის ქედი 40°21′21″ ჩ. გ. 45°52′11″ ა. გ. / 40.35583° ჩ. გ. 45.86972° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 3200 მ |
შესართავი |
შამქორის წყალსაცავი 40°55′33″ ჩ. გ. 46°09′57″ ა. გ. / 40.92583° ჩ. გ. 46.16583° ა. გ. |
სიგრძე | 95 კმ |
აუზის ფართობი | 1170 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 8,58 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
შამქორჩაი (აზერ. Şəmkirçay) — მდინარე აზერბაიჯანში, გადაბეისა და შამქორის რაიონების ტერიტორიაზე. სიგრძე 95 კმ, აუზის ფართობი 1170 კმ².[1] სათავე აქვს შაჰდაღის ქედზე, ზღვის დონიდან 3200 მ-ზე.[2] წარმოიქმნება მდინარეების სარისუსა და აღდაშსუს შეერთების შედეგად.[3] ერთვის შამქორის წყალსაცავს. წარსულში წარმოადგენდა მდინარე მტკვრის ერთ-ერთ დიდ შენაკადს. ზემო დინებაში ტიპური მთის მდინარეა, ქვემო დინებაში იტოტება. საზრდოობს შერეულად, უმეტესად მიწისქვეშა წყლით. გამოიყენება სარწყავად. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 49 კმ-ში 8,58 მ³/წმ. ანტიკურ დროში შამქორჩაის ზემო წელში განლაგებული იყო დიდი სომხეთის ისტორიული პროვინცია გარდმანი.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Шамхорчай // Большая советская энциклопедия
- ↑ Azərbaycanın əsas su anbarları və su kanalları. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-18. ციტირების თარიღი: 2020-12-16.
- ↑ бассейн Центральной Куры. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-15. ციტირების თარიღი: 2020-12-16.
- ↑ V. Minorsky. Studies in Caucasian History. — CUP Archive, 1953. — С. 29.