გარდმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გარდმან-პარისოს სამეფო (ყვითელი) 1017 წელს, როდესაც ის ტაშირ-ძორაგეტის სამეფომ შეიერთა.

გარდმანიკავკასიის ალბანეთის ერთ-ერთი პროვინცია. ტერიტორიულად მოიცავდა ძირითადად მდინარე შამქორჩაის ხეობას (აზერბაიჯანი), ცენტრი იყო გარდმანის ციხე (სომხური წყაროებით გარდმანბერდი). ციხის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი ხეობის ზემო ნაწილში. ქართული ისტორიული წყაროებით ალბანეთის გარდმანის დასახელება, ჩვეულებრივ, ემთხვევა საკუთრივ ქართლის პროვინციია გარდაბნის სახელწოდებას. ქართლის და ალბანეთის პროვინციების სახელწობათა საერთო წარმომავლობა უეჭველია და მოწმობს გარკვეულ პერიოდში მათ პოლიტიკურ და შესაძლებელია, ეთნიკურ ერთიანობას. პირველად წყაროებში გარდმანი IV საუკუნეში იხსენიება, VI საუკუნის ბოლოს (ზოგი მოსაზრებით, IV საუკუნეში) მას სრაპსული წარმოშობის მიჰრანიდები დაეუფლნენ, რომელთაც მიიმხრეს გარდმანის მთავრობა, თავის ხელქვეით გააერთიანეს მთელი ალბანეთი და ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს სპარსელთაგან, VIII-IX საუკუნეებში, კახეთის სამთავროს შექმნის პირველ პერიოდში, გარდმანი მის შემადგენლობაში შედიოდა. IX საუკუნის II ნახევარში კი კვლავ დამოუკიდებელი სამთავრო გახდა. X საუკუნის დამდეგს გარდმანს ანისის სამეფო დაეუფლა. X საუკუნის ბოლოს იგი შედადიანების მიერ შექმნილი განძის საამიროში შედიოდა, XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის დამდეგს საქართველოს სამეფოს ნაწილი იყო, კერძოდ, ვარამ გაგელის საგამგებლოს - გაგის ერთ-ერთ ოლქს წარმოადგენდა. ამ პერიოდშივეა დამოწმებული გარდმანის მეორ სახელწოდებაც - "ქართმანიკი".

გარდმანის მთავრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფეროზი (330–361)
  • ხურსი (361–430)
  • ბარაზბოდი (430–440)
  • ვარაზ-ბაკური (440–450)
  • მიჰრი (450–480)
  • არმაელი (480–510)
  • ვარდ I (510–540)
  • ვარდან I (540–570)
  • ვარდ II (570–600)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსხელიშვილი დ., ქსე, ტ. 2, გვ. 698-699, თბ., 1977