შალვა კეღოშვილი
შალვა კეღოშვილი (დ. 1946, ხიზაბავრა, ასპინძის რაიონი) — ქართველი მსახიობი, პედაგოგი, პოეტი, ჟურნალისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, მსახიობის სპეციალობით; გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის განხრით.
იგი დიდხანს მოღვაწეობდა ახალციხისა და გორის სახელმწიფო თეატრებში. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში ჟურნალისტად მუშაობდა, ბოლოს კი პედაგოგის პროფესია აირჩია, იგი დიდხანს მოღვაწეობდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს; 1988 წელს დაინიშნა ადიგენის რაიონის კულტურის განყოფილების გამგედ და ოცდასამი წლის განმავლობაში უძღვებოდა მისადმი მინდობილ საქმეს. ის ორი პოეტური კრებულის ავტორია: "ცოტაც დაქალდი და მერე..." (1997), "ვაზს ცრემლები ვინ სწმინდოს?" (2007).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა, თბ., 2021, გვ. 185-186