შავი ზღვის ორაგული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შავი ზღვის ორაგული
შავი ზღვის ორაგული.png
შავი ზღვის ორაგული
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Salmo trutta labrax
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 135658

შავი ზღვის ორაგული (ლათ. Salmo trutta labrax ან Salmo Fario morpha labrax) — თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 110 სმ აღწევს, წონა ჩვეულებრივ 7 კგ, ზოგჯერ 24 კგ. გამსვლელი თევზია. ზღვაში იკვებება თევზებითა და უხერხემლოებით, მდინარეში კი ძირითადად კიბოსნაირებით, მწერებითა და მატლებით. გავრცელებულია შავ და აზოვის ზღვებში. აზოვის ზღვაში პრაქტიკულად აღარ გვხვდება. სქესობრივ სიმწიფეს 4 წლისა აღწევს.[1] მისი ზრდა მდინარესა და ზღვაში საკმაოდ განსხვავებულია — მდინარეში იზრდება ნელა, ხოლო ზღვაში სწრაფად. საქართველოს სანაპიროებთან ყველგან გვხვდება. შავი ზღვის ორაგული საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი არალეგალური მოპოვების გარდა, კანონმდებლობითაა აკრძალული ყოველგვარი ქმედება, რამაც შეიძლება მისი შემცირება ან საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება გამოიწვიოს. საქართველოს სანაპიროებთან შედის მდინარეებში ჭოროხში, მაჭახელისწყალში, კინტრიშში, ენგურში, კოდორში, გუმისთაში, შავწყალასა და ბზიფში. საქართველოს ნაპირებთან ტოფობს მდინარეებზე მაჭახელასა და კინტრიშზე.[2] სამეურნეო მნიშვნელობის, ძვირფასი თევზია.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]