შინაარსზე გადასვლა

ყირიმის წინააღმდეგობა მეორე მსოფლიო ომის დროს

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


ყირიმის წინააღმდეგობის მოძრაობა
Flag of the Crimean ASSR (1938)
თარიღი 1941–1944 წწ.
Casus belli

სხვადასხვა:

მხარეები
  • მეორე მსოფლიო ომის მოკავშირეები
    • საბჭოთა კავშირი
მეთაურები
სხვადასხვა:

ალექსეი მოკროუსოვი (1941–1942 წწ.), გეორგი სევერსკი (1942 წ.), პიოტრ სელეზნიოვი (1942–1943 წწ.), ვლადიმირ ბულატოვი (1943–1944 წწ.)

ყირიმის წინააღმდეგობა მეორე მსოფლიო ომის დროს ვიკისაწყობში

ყირიმის წინააღმდეგობის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დროს — სხვადასხვა დეცენტრალიზებული ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ნაცისტური გერმანიის მიერ ყირიმის ოკუპაციას მეორე მსოფლიო ომის დროს. ასევე, ეს ხშირად გულისხმობს ტერმინს ყირიმელი პარტიზანები, რომელიც წარმოადგენდა წინააღმდეგობის მოძრაობას ყირიმის ნახევარკუნძულზე და საბჭოთა პარტიზანი მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. ის მოიცავდა ნახევარკუნძულის მრავალ ეთნიკურ ჯგუფს, როგორებიც არიან რუსები, უკრაინელები, ყირიმელი თათრები და ბერძნები.

დაარსება და ადრეული მცდელობები (1941 წ.)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპერაცია ბარბაროსას დაწყების შემდეგ, პარტიზანული მოძრაობის დაარსებისთვის მზადება დაიწყო ყირიმის ნახევარკუნძულზე, იმ შემთხვევისთვის, თუკი ყირიმი ჩავარდებოდა გერმანული ძალების ხელში.[1][2]

ყირიმის პირველი პარტიზანული ორგანიზაცია დაფუძნდა 1941 წლის ადრეულ ოქტომბერში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის იატაკქვეშა ცენტრში, ყირიმის აღმოსავლეთ ქალაქ ქერჩში. ივან კოზლოვი, ვასილი კოლესნიჩენკო და იე. ვ. იეფიმოვა ცენტრის ორგანიზატორები იყვნენ. ნახევარკუნძულის მასშტაბით სხვა ქალაქებში, კომუნისტური პარტიის დარჩენილი წევრები ორგანიზდნენ ქალაქებში, როგორებიცაა სევასტოპოლი, სიმფეროპოლი, ბელოგორსკი (მაშინ, ცნობილი, როგორც კარასუბაზარი) და იალტა, ისევე როგორც კრასნოჰვარდიისკის რაიონი. აქედან ფორმირდა 24 პარტიზანული რაზმი.[3] რაზმების დაარსებიდან მცირე ხანში, საბჭოთა სამხედრო პირადი შემადგენლობის ნაკადი გამოჩნდა, რამაც გაზარდა მათი რაოდენობა.[4]

1941 წლის 23 ოქტომბერს, ყირიმის პარტიზანული მოძრაობის მთავარი ოფისი დაფუძნდა ალექსეი მოკროუსოვის ლიდერობით.[5] მატერიალური ხარჯებისთვის განაწილდა 2 მილიონი რუბლი.[6] 1941 წლის 20 ნოემბერს უკვე 28 პარტიზანული რაზმი არსებობდა, რომელიც შედგებოდა 3 734 ადამიანისგან, საიდანაც, თავდაპირველად, 1 316 იყო სამხედრო პერსონალის წარმომადგენელი. დამატებით, დაახლოებით 1 000 ადამიანი იყო კომკავშირის წევრი.[4][7] ყირიმის პარტიზანული მოძრაობის მთავარი ოფისი დაყოფილი იყო ხუთ რაიონად.[8]

  1. ყირიმის ხმელთაშუაზღვის ტყის კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია სუდაკისა და სტარი-კრიმის გარშემო.
  2. ყირიმის ხმელთაშუაზღვის ტყის კომპლექსის დასავლეთ ნაწილი, რომელიც მდებარეობს კარასუბაზარის გარშემო.
  3. ცენტრალური ყირიმი.
  4. ბახჩისარაი და იალტა.
  5. სევასტოპოლი.

ამ ხუთი რაიონის გარდა, სამი პარტიზანული რაზმი მოქმედებდა ქერჩის ნახევარკუნძულზე.[9]

პირველი კონფრონტაცია გერმანულ ძალებსა და ყირიმელ პარტიზანებს შორის მოხდა 1941 წლის 3 ნოემბერს, როცა იჩკინსკის პარტიზანი რაზმი ჩაება გერმანულ და რუმინულ ძალებთან ბრძოლაში კოკ-ასანთან, კარასუბაზარის მახლობლად. ხუთსაათიანი ბრძოლა დასრულდა პარტიზანების გამარჯვებით, რამაც საშუალება მისცა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის რაზმს და სამხედრო საავადმყოფოს, წასულიყვნენ სანაპიროსკენ. ბრძოლის შემდეგ, ისინი გაიქცნენ ყირიმის მთებში. დღესდღეობით, არსებობს ქანდაკება, რომელიც აღნიშნავს ბრძოლის ადგილს.[10]

ყირიმელმა პარტიზანებმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღეს 1941 წლის დეკემბერში, როცა რუმინულმა ძალებმა შეუტიეს იალტის პარტიზანულ რაზმს. მოგვიანო საბჭოთა უწყებების თანახმად, 175 პარტიზანი მოკლეს, 200 - დაჭრეს და 73 - იძებნებოდა, მათ შორის, მეოთხე რაიონის მეთაური დმიტრი ავერკინი.[11] მოგვიანებით, ავერკინი გარდაცვლილი იპოვეს ბეშ ტეკნეს გაზაფხულზე, ყირიმის მთებში.[12]

სადესანტო მხარდაჭერა და საჰაერო გადაზიდვები (1941–1942 წწ.)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Qarabiy yayla-ის ფოტოსურათი, რომელიც გადაღებულია 1990 წელს, ყირიმის პარტიზანების აეროდრომი იყო.

ქერჩის ნახევარკუნძულზე ომის დროს, ვლადიმირ ლენინისა და იოსებ სტალინის პარტიზანული რაზმები უზრუნველყოფდნენ წითელი არმიის ძალების მხარდაჭერას, თავს ესხმოდნენ გერმანულ ძალებს და ცდილობდნენ მიწების შენარჩუნებას.[13] ბასან გოროდოვიკოვის მე-15 რაზმი, რომელიც თანამშრომლობდა მე-10 რაზმთან, თავს დაესხა გესტაპოს ოფიცრებს, რომელთა შორის 64 პირი მოკლეს. ოფიცრები ტოვებდნენ ფეოდოსიას.[10] პარტიზანები, ასევე მონაწილეობდნენ ევპატორიაზე თავდასხმაში.[14] 1942 წლის აპრილში, როდესაც გერმანიას სრულად ჰქონდა ოკუპირებული ყირიმი, აშკარა გახდა, რომ პარტიზანების აქტივობების კოორდინაცია იყო საჭირო. ივან გენოვი, პარტიზანი სამხედრო მეთაური ყირიმში რუსეთის სამოქალაქო ომის დროს, 1942 წლის აპრილში პარტიზანული მოძრაობის გაძლიერებისა და საორგანიზაციო საკითხებში ლიდერად დაინიშნა. 34 პარტიზანი ლიდერი ყირიმის ტერიტორიაზე გაიშალა, ნახევარკუნძულის ქალაქებსა და რაიონებში წინააღმდეგობის გაღვივების მიზნით. დამატებითი იატაკქვეშა პარტიული სტრუქტურები დაარსდა სიმფეროპოლში, ფეოდოსიაში და კარასუბაზარში.[15]

1942 წლის ივლისის შუა პერიოდში, 2 217 პარტიზანი იმყოფებოდა ყირიმის მთებში.[16] ამავე დროს, პარტიზანები ებრძოდნენ გერმანულ ძალებს ადჟიმუშკაის კარიერის დაცვისთვის. 1942 წლის შუა პერიოდში, წითელი არმიის ძალებმა დაამყარეს სტაბილური კომუნიკაცია პარტიზანებთან და საჰაერო გზით მათი მომარაგების მცდელობაც წამოიწყეს.[17] საბჭოთა სამხედრო მეთაურებმა გახსნეს ჩრდილო კავკასიური ფრონტი, რათა პარტიზანების დახმარების პროცესი დაეწყოთ, რაც ითვალისწინებდა დაჭრილების ევაკუაციას და მარაგების შევსებას. ჩრდილოეთ კავკასიური ფრონტის მეთაურმა, სემიონ ბუდიონმა პირადად მიიღო მონაწილეობა გეგმის შემუშავებაში, რათა მოემარაგებინა ყირიმელი პარტიზანები.[18]

დახმარების მიღების ხელშეწყობის მიზნით, პარტიზანებმა შექმნეს საჰაერო მოედანი ყირიმის მთებში, კერძოდ, კარაბი იაილას მთიანეთში. პირველი თვითმფრინავი დაეშვა 1942 წლის 28 სექტემბერს, ხოლო ფრენები გაგრძელდა მანამდე, სანამ საბჭოელებმა სრულიად არ დაიპყრეს ნახევარკუნძული. საბოლოო ჯამში, განხორციელდა 450-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია და ჩამოიტანეს 240 ტონა საქონელი.[18]

რეორგანიზაცია და განთავისუფლება (1942–1944 წწ.)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1942 წლიდან დაწყებული, აქტივობები ხორციელდებოდა პარტიზანული მოძრაობის ცენტრალური ოფისის მიერ, იმისთვის, რათა ადგილობრივი პარტიზანული მოძრაობებისთვის რეორგანიზება გაეწიათ და დამატებითი დისციპლინა შემოეღოთ. მოკროუსოვი გაიწვიეს მოსკოვში და გაასამართლეს უკანონო სასიკვდილო განაჩენის გამო.[19][20] ისტორიკოსებს შორის არსებობდა მნიშვნელოვანი დებატები იმის შესახებ, იყო თუ არა სწორი ეს გადაწყვეტილება.[21]

მოკროუსოვის მოხსნის შემდეგ, ყირიმული წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერობა რამდენჯერმე გამოიცვალა. 1942 წლის 3 აგვისტოს, პარტიზანული მოძრაობის ყირიმისა და ჩრდილოეთ კავკასიის ოფისები გაერთიანდა პარტიზანული მოძრაობის სამხრეთ ოფისთან პიოტრ სელეზნიოვის მეთაურობით. პარტიზანული მოძრაობის სამხრეთ ოფისში, ყირიმის რეგიონულმა კომიტეტმა ხელახლა დააარსა იატაკქვეშა ორგანიზაცია გენოვას ლიდერობით და ადრეული 1943 წლისთვის, 106 იატაკქვეშა ორგანიზაციას შორის 1 300 ადამიანი აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობაში.[22] 1943 წლის ივნისში, პარტიზანული მოძრაობის ყირიმის ოფისი ხელახლა დაფუძნდა. მეთაური გახდა ვლადიმირ ბულატოვი.[23]

1943 წლის 19 ოქტომბერს, გერმანული ძალების მიერ ქერჩიდან ფართომასშტაბიანი დეპორტაციისთვის დაგეგმილ ვადებში შეიქმნა რაზმი, რომელიც შედგებოდა 130 ადგილობრივი ახალგაზრდისგან. რაზმი მოქმედებდა ქერჩ-ელტიგენის ოპერაციაში, იბრძოდა გერმანიისა და რუმინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ და სიცოცხლე მოუსწრაფა სულ მცირე 600 მათგანს. მიუხედავად ამისა, მათი მეთაური პ. ი. ნესტოროვი 1944 წლის თებერვალში შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. გერმანულმა ძალებმა დამატებით დალუქეს კარიერები, სადაც პარტიზანები იმალებოდნენ და იქვე გამოამწყვდიეს. გადარჩენილი პარტიზანები შეუერთდნენ წითელ არმიას 1944 წლის 11 აპრილს.[13]

ყირიმელმა პარტიზანებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა რკინიგზის ომში, რომელიც გერმანული რკინიგზის კავშირების საბოტაჟური კამპანია იყო. ბაჰეროვეს მატარებლის სადგურთან, ნაღმებით ააფეთქეს ლოკომოტივის ხუთი ღუმელი. ნიჟნოჰირსკიში, დაიბომბა არტილერიის საცავი და საწყობი, რასაც მოჰყვა 30 გერმანელი ჯარისკაცის სიკვდილი.[13]

გერმანულ სამხედრო ლიდერობას ყირიმში ესმოდა, რომ გაზაფხულზე დაიწყებოდა ახალი საბჭოთა შეტევა. აქედან გამომდინარე, ერვინ ჯანეკემ ბრძანება გასცა ანტიპარტიზანული ოპერაციის დაწყების თაობაზე ყირიმის მთებში.[24] ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ რუმინელი გენერლები იოან დიმიტრახი და ლეონარდ მოციულში მესამე არმიიდან. რუმინული წყაროების თანახმად, ბრძოლების შედეგად დაიღუპა 3 700 პარტიზანი.[25] გერმანული წყაროები ვარაუდობდნენ, რომ 1943 წლის ნოემბერში, დაახლოებით 7 000-8 000 პარტიზანი იმყოფებოდა ყირიმის მთებში, თუმცა საბჭოთა დოკუმენტაცია იუწყებოდა, რომ მათი რაოდენობა იყო დაახლოებით 4 000-5 000 პიროვნება.[24]

ყირიმის ოპერაციის დაწყებით, პარტიზანებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ნახევარკუნძულის ხელახლა დაპყრობაში. სიმფეროპოლი, კარასუბაზარი და სტარი-კრიმი კიდევ ერთხელ დაიპყრეს 1944 წლის 13 აპრილს. ორი დღის შემდეგ, იალტამ და ალუშტამაც იგივე ბედი გაიზიარეს.[26] 1944 წლის 12 მაისს, გერმანელი ჯარისკაცები თითქმის მთლიანად გააძევეს ყირიმიდან, რამაც ომის დასრულება გამოიწვია ნახევარკუნძულზე.

ომის დასასრულების შემდგომ, საბჭოთა კავშირის მარშალმა ალექსანდრე ვასილევსკიმ ყირიმელი პარტიზანები შეაქო ყირიმის ოპერაციის წარმატებაში წვლილის შეტანის გამო.[27] საბჭოთა პარტიზანი ლიდერი პანტელეიმონ პონომარენკომ აგრეთვე შეაქო პარტიზანები და აღნიშნა, რომ მათ ჩაატარეს 3 226 ოპერაცია ყირიმის ოკუპაციის წინააღმდეგ, მათ შორის, 252 ბრძოლა.[23] სამხედრო აქტივობების გარდა, ყირიმელმა პარტიზანებმა გამოაქვეყნეს 213 საბჭოთა კავშირის მხარდამჭერი გაზეთი, ბუკლეტები და სხვა სააგიტაციო მასალა. მთლიანობაში, პარტიზანებმა გამოუშვეს 3 მილიონი ასლი.[28] წინააღმდეგობის 6 წევრი დაჯილდოვდა საბჭოთა კავშირის გმირის წოდებით, 14 წევრი დაჯილდოვდა ლენინის ორდენით, ხოლო 17 დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით. წინააღმდეგობის 3 000 წევრი, მათ შორის, 1 500 პარტიზანი დაჯილდოვდა გაწეული თავდადების გამო საბჭოთა კავშირის მიერ.[29]

  1. Makarov, N. I. (1976). Непокорённая земля Российская (ru). Moscow: Politizdat, გვ. 97. 
  2. Polyakov, V. E. (2016). „Партизанское движение в годы Великой Отечественной войны“ [The Partisan Movement During the Great Patriotic War] (PDF). St. Petersburg University Bulletin (რუსული) (2): 88–100.
  3. Makarov, N. I. (1976). Непокорённая земля Российская (ru). Moscow: Politizdat, გვ. 34. 
  4. 4.0 4.1 Shamko, Yekaterina (1959). Партизанское движение в Крыму в 1941—1944 гг (ru). Simferopol: Krymidzat, გვ. 11. 
  5. (1973) Большая Советская Энциклопедия, 3rd (ru). Moscow, გვ. 509–511. 
  6. (2006) Партизанское движение в Крыму 1941—1942. Сборник документов (ru). Simferopol: Sonat, GAARK, გვ. 13. 
  7. Ponomarenko, Panteleimon (1986). Всенародная борьба в тылу немецко-фашистских захватчиков 1941—1944 (ru). Moscow: Nauka, გვ. 48–49. 
  8. (2006) Партизанское движение в Крыму 1941—1942. Сборник документов (ru). Simferopol: Sonat, GAARK, გვ. 3–4. 
  9. Ponomarenko, Panteleimon (1986). Всенародная борьба в тылу немецко-фашистских захватчиков 1941—1944 (ru). Moscow: Nauka, გვ. 48–49. 
  10. 10.0 10.1 Genov, Ivan (1969). Четыре времени года: дневник партизана. (ru). Moscow: Voyenizdat. 
  11. Polyakov, V. (2009). Страшная правда о Великой Отечественной. Партизаны без грифа «Секретно» (ru). Moscow: Yauza, Eksmo, გვ. 205. ISBN 9785699366859. 
  12. Информация из донесения о безвозвратных потерях ru. ციტირების თარიღი: 2022-12-24
  13. 13.0 13.1 13.2 ПАРТИЗАНСКИЙ ОТРЯД ИМ. ЛЕНИНА ru. ციტირების თარიღი: 2022-12-24
  14. Suldin, A. V. (2014). Оборона Севастополя. Полная хроника — 250 дней (ru). Moscow: AST, გვ. 51. 
  15. Makarov, N. I. (1979). Непокорённая земля Российская (ru). Moscow: Politizdat, გვ. 79. 
  16. (2006) Партизанское движение в Крыму 1941—1942. Сборник документов (ru). Simferopol: Sonat, GAARK, გვ. 7. 
  17. Ponomarenko, Panteleimon (1986). Всенародная борьба в тылу немецко-фашистских захватчиков 1941—1944 (ru). Moscow: Nauka, გვ. 112–113. 
  18. 18.0 18.1 Broshevan, V. M. (2001). Крымский штаб партизанского движения (ru). Simferopol. 
  19. Broshevan, V. M. (2001). Крымский штаб партизанского движения (ru). Simferopol. 
  20. Polyakov, V. (2009). Страшная правда о Великой Отечественной. Партизаны без грифа «Секретно» (ru). Moscow: Yauza, Eksmo. ISBN 9785699366859. 
  21. Broshevan, V. M. (2001). „"По законам военного времени"“ ["According to the Laws of Wartime"]. Military-History Archive. 7: 24–30.
  22. Makarov, N. I. (1976). Непокорённая земля Российская (ru). Moscow: Politizdat, გვ. 44-45, 80, 135. 
  23. 23.0 23.1 Ponomarenko, Panteleimon (1986). Всенародная борьба в тылу немецко-фашистских захватчиков 1941—1944 (ru). Moscow: Nauka, გვ. 112–113. 
  24. 24.0 24.1 Shamko, Yekaterina; Shamko, V. I. (1986) По следам народного подвига: Маршрутами мужества и славы крымских партизан и подпольщиков в годы Великой Отечественной войны: путеводитель (ru). Simferopol: Tavriya. 
  25. Maj. general Ioan Dumitrache. ციტირების თარიღი: 2022-12-24
  26. Ivanov, S. P. (1985). Освобождение городов. Справочник по освобождению городов в период Великой Отечественной войны 1941—1945 (ru). Moscow: Voyenizdat. 
  27. Vasilevsky, Alexander (1983). Дело всей жизни (ru). Moscow: Politizdat, გვ. 377, 409. 
  28. Makarov, N. I. (1976). Непокорённая земля Российская (ru). Moscow: Politizdat, გვ. 222–224. 
  29. Shamko, Yekaterina (1959). Партизанское движение в Крыму в 1941—1944 гг. (ru). Simferopol: Krymidzat, გვ. 148–149.