ყარაღაჯის განძი
იერსახე
ყარაღაჯის განძი — XIV საუკუნის I ნახევრის უკანასკნელი ჰულაგუიანების ვერცხლის მონეტების განძი. 1940 და 1949 წელს შემთხვევით აღმოჩნდა სოფელ ყარაღაჯში (სიღნაღის მუნიციპალიტეტი) მიწის სამუშაოების დროს. შეიცავს 214 ვერცხლის დირჰემსა და ნახევარ დირჰემს, რომლებიც მოჭრილია ირანის ილხანების სულეიმანისა (1339-1343 წწ.) და ანუშირვანის (1343-1356 წწ.) სახელებით სხვადასხვა ზარაფხანაში. აღსანიშნავია, რომ განძის 15 მონეტა თბილისშია მოჭრილი, 2 - ყარაღაჯში, ხოლო 2 - ანისში. განძის ყველაზე ადრინდელი მონეტა თარიღდება 1345 წლით, უგვიანესი - 1355 წლით. ყარაღაჯის განძი დაფლული უნდა იყოს 1356 წლის შემდეგ. დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და ერევნის ისტორიულ მუზეუმში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ღვაბერიძე ც., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 625.