შინაარსზე გადასვლა

ყარაბაღის ბრძოლა (1469)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყარაბაღის მუქი და მჭიდრო ტყეები, (შავი ბაღი)

ყარბაღის ბრძოლა - ბრძოლა აყ-ყოიუნლუს მეთაურ უზუნ-ჰასანსა და სამარყანდის თემურიდებს შორის, რომელთაც აბუ-სეიდ მირზა ხელმძღვანელობდა. ბრძოლა გაიმართა 1469 წლის 4 თებერვალს და თემურიდების დამარცხებითა და აბუ-სეიდის შეპყრობითა და სიკვდილით დასჯით დამთავრდა. ბრძოლის შემდეგ თემურიდებმა ერაყის ან ირანის თავიანთ სამეფოში მოქცევის იმედი საბოლოოდ დაკარგეს.

კონფლიქტი ჯეჰან-შაჰის მმართველობის ქვეშ მყოფი ყარა-ყოიუნლუსა (შავბატკნიანი თურქმენები) და უზუნ-ჰასანის მმართველობის ქვეშ მყოფი აყ-ყოიუნლუს შორის გადამწყვეტი წერტილი იყო XV საუკუნეში. ჯეჰან-შაჰის მმართველობის პერიოდში ყარა-ყოიუნლუს საზღვრებმა ანატოლიის, თანამედროვე ერაყის, ცენტრალური ირანისა და საბოლოოდ ქერმანის ტერიტორიები მოიცვა. ჯეჰან-შაჰი და მისი წინამორბედები სამარყანდის თემურიდების დინასტიის ქვეშევრდომები იყვნენ. XV საუკუნის შუა ხანებში თემურიდების დინასტია დასუსტდა. ჯეჰან-შაჰი ხორასანში 1458 წლის ზაფხულში შეიჭრა. მას შემდეგ რაც ჯეჰან-შაჰმა ჰერათი დაიაკვა, აბუ-სეიდ მირზა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რასაც ყარა-ყოიუნლუს შიგნით აჯანყებებიც დაემატა. 1458 წლის 22 დეკემბერს ხორასანი, მაზანდარანი და გორგანი თემურიდებს დაუბრუნდა და აბუ-სეიდ მირზამ ჰერათი ხელმეორედ დაიკავა.[1]

უზუნ-ჰასანმა მემკვიდრეობა აღმოსავლეთ ანატოლიაში ტახტისთვის მებრძოლი მისი მეტოქეების დამარცხების შედეგად მიიღო. იგი ოსმალთა იმპერიისა და ყარა-ყოიუნლუს მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა და მათ წინააღმდეგ მიმართული ფართო კამპანიის მეშვეობით მრისხანე მებრძოლის სახელი მოიხვეჭა. 1467 წლის 30 ოქტომბერს[2] (ან 11 ნოემბერს[3]) მან სანჯაკის მახლობლად (ბინგოლის პროვინცია), ჩაპაქჩურის ბრძოლაში ჯეჰან-შაჰი დაამარცხა.[4][5] უზუნ-ჰასანმა მომენტით ისარგებლა და ჯეჰან-შაჰის ვაჟი, ჰასან-ალიც დაამარცხა მერენდის მახლობლად.

ჰასან-ალი ხორასანში გაიქცა და დახმარება აბუ-სეიდ მირზას სთხოვა, რომელიც იმ დროისთვის მერვში იმყოფებოდა. უზუნ ჰასანი მოვლენების ამგვარი განვითარების გამო წუხდა და თემურიდების მეფეს წერილი მისწერა, რომელშიც ხაზს უსვამდა, რომ თემურიდების დინასტიის მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი, ხოლო ყარა-ყოიუნლუს მიმართ არა. აბუ-სეიდ მირზას უზუნ-ჰასანის განზრახვებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები ჰქონდა. მას ტერიტორიების გაფართოება და დიდი ბაბუისდროინდელი დიდების დაბრუნება სურდა, თუმცა ყარაბაღის ბრძოლაში უზუნ-ჰასანთან დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა, ხოლო მისი არმიის დიდი ნაწილი ასევე ტყვედ ჩაბარდა ან უკან დახევისას დაიღუპა.[6]

სულთან ჰუსეინ ბეიქარა

სამი დღის შემდეგ აბუ-სეიდ მირზას იადიგარ-მუჰამად მირზამ თავი მოკვეთა[7] ან მოწამლა.[8] მოგვიანებით, იმავე წელს უზუნ-ჰასანმა იადიგარ-მუჰამადი აბუ-სეიდის მემკვიდრედ დაასახელა და მას სამხედრო ძალები ჩააბარა, რომლითაც ხორასანი უნდა აეღო, რომელსაც სულთანი ჰუსეინ ბაიქარა მართავდა.[9] თემურიდების დამარცხება გადამწყვეტი აღმოჩნდა. მალე მათი იმპერია რამდენიმე ნაწილად გაიყო. თემურიდების სამეფო გაიყო ორ ნაწილად: ხორასნად და მავერანაჰრიდ და მათ მიმდებარე პროვინციებად. ხორასნის დედაქალაქი ჰერათი იყო და სულთან ჰუსეინ ბაიქარას ხელში აღმოჩნდა. მავერანაჰრი კი აბუ-სეიდ მირზას ოთხ შვილს შორის გაიყო: სულთან აჰმედ მირზა სამარყანდისა და ბუხარის მეფე იყო; სულთან მაჰმუდ მირზა - ბალხის, ყუნდუზის, ხატლონის რეგიონის, ჰისარის, ბადახშანისა და ჩაღანიანის მეფე; ულუღ-ბეგ მირზა II - ქაბულისა და ღაზნის მეფე; უმარ-შაიხ მირზა II - ფერგანისა და ხოჯენდის მეფე. ამ პროვინციათა მმართველები ხშირად ებრძოდნენ ერთმანეთს.

  1. Maria Subtelny (2007). Timurids in Transition: Turko-Persian Politics and Acculturation in Medieval Iran, Volume 7. BRILL, გვ. 411. ISBN 9789004160316. ციტირების თარიღი: 2013-01-13. 
  2. Edward Granville Browne (2009). A History of Persian Literature Under Tartar Dominion (A.D, 1265–1502). Cambridge: The University press Publication, გვ. 89. ციტირების თარიღი: 2013-02-04. 
  3. Peter Jackson, Lawrence Lockhart (1986). The Cambridge History of Iran, Volume 6. Cambridge University Press, გვ. 1120. ISBN 9780521200943. ციტირების თარიღი: 2013-02-04. 
  4. Alexander Mikaberidze (2011). Conflict and Conquest in the Islamic World: A Historical Encyclopedia, Volume 1. ABC-CLIO, გვ. 907. ISBN 9781598843361. ციტირების თარიღი: 2013-02-13. 
  5. Peter Jackson, Lawrence Lockhart (1986). The Cambridge History of Iran, Volume 6. Cambridge University Press, გვ. 173. ISBN 9780521200943. ციტირების თარიღი: 2013-02-13. 
  6. Abu'l-Fazl ibn Mubarak (2002). Ain-I Akbari. Manas Publications, გვ. 1716. ISBN 9788175362284. ციტირების თარიღი: 2013-02-04. 
  7. Zahir-ud-din Muhammad Babur, Wheeler McIntosh Thackston (2002). The Baburnama: memoirs of Babur, prince and emperor. Random House Publishing Group, გვ. 554. ISBN 0375761373. ციტირების თარიღი: 2013-02-04. 
  8. Feliks Feodosʹevich Kuznet︠s︡ov (1987). Links: cultural, historical, and literary links between India and the Soviet Union in the words of their great writers, poets, and artists. Rajpal and Sons, გვ. 360. ISBN 9788170280019. ციტირების თარიღი: 2013-02-04. 
  9. Martijn Theodoor Houtsma (1993). First Encyclopaedia of Islam: 1913–1936. BRILL, გვ. 105. ISBN 9789004097964. ციტირების თარიღი: 2013-02-04.