ღორისსოკო
Jump to navigation
Jump to search
ღორისსოკო | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Paxillus involutus | ||||||||||
|
ღორისსოკო (ლათ. Paxillus involutus) — ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა რიგისა. აქვს შუაში ჩაზნექილი, შემდეგ კი ძაბრისებრი, მოყვითალო მურა ქუდი, რომლის დიამეტრი 5-15 სმ აღწევს. ქუდის მეორე მხარეს მოყვითალო-მურა ან მურა ფირფიტებია განვითარებული. რბილობი და ფირფიტები ჰაერზე და ხელის დაჭერისას მუქდება. იზრდება ტყეებში, განსაკუთრებით მურყნარებში, ზაფხულ-შემოდგომით. ღორისსოკო შხამიანი სოკოა, თუმცა მოწამვლის სიმპტომები ყოველთვის ან იმთავითვე არ ვლინდება. იწვევს ძლიერ ალერგიულ რეაქციას. შხამსაწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 597.