ღასან ქანაფანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ღასან ქანაფანი
Ghassan Kanafani graffiti.jpg
დაბადების თარიღი 9 აპრილი, 1936(1936-04-09)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი Acre Subdistrict
გარდაცვალების თარიღი 8 ივლისი, 1972(1972-07-08)[1] [2] [4] [3] (36 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბეირუთი
საქმიანობა პოლიტიკოსი, რომანისტი, ჟურნალისტი, მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი
ენა არაბული ენა[1] და ინგლისური ენა
Magnum opus Umm Saʻd, კაცები მზეში და ჰაიფაში დაბრუნება
ჯილდოები Lotus Prize for Literature
შვილ(ებ)ი Fayez Kanafani
საიტი ghassankanafani.com

ღასან ქანაფანი (დ. 8 აპრილი, 1936 — გ. 8 ივლისი, 1972) — პალესტინელი მწერალი და პალესტინის გათავისუფლების ეროვნული ფრონტის წამყვანი წევრი.[5] ლოდის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის საპასუხოდ 1972 წლის 8 ივლისს იგი მოსადმა მოკლა.[6]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღასან ფაიზ ქანაფანი 1936 წელს ბრიტანეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ აკოში, საშუალო კლასის პალესტინელი სუნიტების ოჯახში დაიბადა.[7] ღასანი მუჰამედ ფაიზ აბდ ალ რაზაგის მესამე შვილი იყო. პროფესიით ვექილი მუჰამედი ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი იყო, რომელიც ბრიტანულ ოკუპაციას და მის მიერ ებრაელთა ემიგრაციის წახალისებას უპირისპირდებოდა. იგი რამდენჯერმე დააპატიმრეს მაშინ, როცა ღასანი ჯერ კიდევ ბავშვი იყო.[8] ღასანმა ადრეული განათლება ქალაქ იაფას კათოლიკურ მისიონერულ სკოლაში მიიღო.[9]

1948 წლის მაისში, როცა ისრაელ-არაბეთის კონფლიქტის საომარმა მოქმედებებმა აკრამდე მოაღწია, ქანაფანის ოჯახი იძულებული გახდა, ემიგრაციაში წასულიყო.[10] ისინი სირიაში, დამასკოში, დასახლდნენ, სადაც ქანაფანმა 1952 წელს პალესტინელი ლტოლვილებისთვის გაეროს დახმარებისა და დასაქმების სააგენტოს მასწავლებლის სერთიფიკატი მიიღო. იგი ლტოლვილთა ბანაკში 1,200 პალესტინელი ბავშვის ხელოვნების მასწავლებლად გაამწესეს. სწორედ იქ დაიწყო მან მოთხრობების წერა, რათა მოსწავლეებს თავიანთი მდგომარეობის აღქმაში დახმარებოდა.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  3. 3.0 3.1 Babelio — 2007.
  4. AlKindi
  5. Farsoun 2004, p. 97.
  6. Ensalaco 2012, p. 37.
  7. Kamal Abdel-Malek, The Rhetoric of Violence: Arab-Jewish Encounters in Contemporary Palestinian Literature and Film, Springer (2016), p. 35
  8. Zalman 2004, p. 683.
  9. Zalman 2004, p. 683.
  10. Bashkin 2010, p. 96.
  11. Zalman 2004, p. 685.