ქონდარა არყი
ქონდარა არყი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() საერთო ხედი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Betula nana L., 1753 | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 194495 | |||||||||||||||
|
ქონდარა არყი[1] (ლათ. Betula nana) — მცენარე არყისებრთა ოჯახისა. დაბალი, 20–70 სმ სიმაღლის ბუჩქია, იშვიათად აღწევს 1,5 მეტრს. ფოთლები მომრგვალო, მოკლეყუნწიანი, ბლაგვად დაკბილული, 2 სმ-მდე სიგანის და ტყავისებრია, ქვემო მხარეს ხშირი და ზოგჯერ გამოშვერილი ძარღვების ქსელით.[2]
გავრცელებულია კანადის არქტიკულ არქიპელაგზე — ბაფინის მიწიდან აღმოსავლეთით, გრენლანდიაში, ისლანდიაში, შოტლანდიაში, ჩრდილოეთი ინგლისში, შპიცბერგენზე, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე, ბალტიის ზღვის რეგიონში, რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში, დასავლეთ ციმბირში, აღმოსავლეთით აღწევს მდინარეების ენისეისა და ლენის წყალგამყოფამდე. ცენტალურ ევროპაში სამხრეთით ეშვება ჩრდილოეთ ალპებამდე და ვრცელდება ავსტრიიდან საფრანგეთამდე, აღწევს კარპატების მაღალმთიანეთშიც — პოლონეთიდან და ჩეხეთ-სლოვაკეთიდან სამხრეთით რუმინეთამდე.[3] არქტიკულ და ცივ ოლქებში ქონდარა არყი ქმნის ფართო რაყებს. ტყის ზონაში იზრდება ჭაობებში.[2]
ფოთლებს იყენებენ ირმის საკვებად, მერქანს — სათბობ მასალად.[2]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ფოთლები და ყვავილედი
-
ფოთლები
-
ბოტანიკური ილუსტრაცია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ არქიმანდრიტი ლაზარე (გაგნიძე-დვალი), გერმანულ-ქართული, ქართულ-გერმანული ბოტანიკური ლექსიკონი, თბილისი: „ფავორიტ პრინტი“, 2012. — გვ. 89.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Берёзовый стланец // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 3 — М., 1970.
- ↑ Stritch, L. (2014). „Betula nana“. IUCN Red List of Threatened Species. 2014: e.T194495A2341542.