ალექსანდრა ჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრა ჯაფარიძე
დაბ. თარიღი 11 თებერვალი, 1895
ხრეითი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 27 ნოემბერი, 1974
თბილისი, საქართველო
დაკრძალულია თბილისი
ეროვნება ქართველი

ალექსანდრა ჯაფარიძე (დ. 11 თებერვალი, 1895, ხრეითი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 27 ნოემბერი, 1974, თბილისი) — პირველი ქართველი მთამსვლელი ქალი. ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1923), საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1936), სპორტის ოსტატი (1940), სპორტის დამსახურებული ოსტატი (1945), მთამსვლელობის უფროსი ინსტრუქტორი (1931), საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე (1954), საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1960), საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1962), ალ. ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბის პრეზიდიუმის წევრი (1936-1974), დევდორაკის ალპინისტური ბანაკის სასწავლო ნაწილის უფროსი (1938-1939), თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტის პედაგოგი და გამგე (1944-1961), შესრულებული აქვს ასამდე სპორტული ასვლა კავკასიონის მწვერვალებზე.

საეტაპო და მნიშვნელოვანი იყო პირველი ასვლები მყინვარწვერზე (1923), თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), დიხთაუზე (1950), ცენტრალური კავკასიონის მცირე (1938) და დიდი ტრავერსი (1940). 1948 წელს მყინვარწვერის კალთებზე აღმოაჩინა და შეისწავლა ბეთლემის ლეგენდარული გამოქვაბული, რომელსაც თავისი პოემა „განდეგილი“ უძღვნა ილია ჭავჭავაძემ. ქართულ ენაზე თარგმნა ცნობილი ფრანგი მთამსვლელის მორის ერცოგის გახმაურებული წიგნი „ანაპურნა“ (1974). დაჯილდოებული იყო ლენინის (1960.), საპატიო ნიშნის (1944) ორდენებით, მრავალი მედლითა და სიგელით. საქართველოს ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული რეფერენდუმით აღიარებულია მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად. ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელი მიენიჭა მის მიერ 1913 წელს მშობლიურ სოფელ ხრეითში დაარსებულ სკოლას (1994), მწვერვალს კავკასიონზე, ჭაუხების მასივში (1975), სოფელ ხრეითში, მამაპაპეულ სახლში გახსნილია მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური სახლ-მუზეუმი (1983). დაკრძალულია ვერის ბაღში თავისი ძმების გვერდით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალექსანდრა ჯაფარიძე - „ბეთლემის გამოქვაბული აღმოჩენილია“. გაზ. „კომუნისტი“, 1.02.1948
  • ალექსანდრა ჯაფარიძე - „ბეთლემის გამოქვაბული აღმოჩენილია“. გაზ. „ახალი ხევი“, 12, 18, 22 თებერვალი 1948
  • Александра Джапаридзе - „Пещера Бетлеми“. газ. „Заря Востока“. 12 февраля 1948
  • Александра Джапаридзе - „Пещера Бетлеми“. газ. „Советский Спорт“. 9 марта 1948
  • Александра Джапаридзе - „Тайник пещеры Бетлеми“. კრებ. „Побежденные вершины“, М.,. 1948
  • ჟუჟუნა ნეფარიძე - „ძმათა ნამუხლარზე“, თბ., 1964
  • ივანე ჯაფარიძე - „საბჭოთა ალპინიზმის სახელოვანი წარმოადგენლები“. ბუკლეტი, 1988
  • ივანე ჯაფარიძე - „მყინვარწვერიდან ევერესტამდე“, თბ., 2010