ქაშათაგის სამელიქო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქაშათაგის სამელიქო
Քաշաթաղի մելիքություն

1475 — 1730
დედაქალაქი ქაშათღქი
(1475-1520)
ხნაწახი
(1520-1730)
ენა სომხური
რელიგია სომხური სამოციქულო ეკლესია

ქაშათაგის სამელიქო (სომხ. Քաշաթաղի մելիքություն) ― თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული სომხური სამელიქო, რომელიც არსებობდა 1475-1730 წლებში[1]. იგი მოიცავდა ზუსტად თანამედროვე ქაშათაგის პროვინციის ტერიტორიებს და მდებარეობდა თანამედროვე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, მდინარე ჰაქარამდე. მისი მმართველი მელიქები ჯერ ქაშათღქში, შემდეგ კი ხნაწახში ისხდნენ[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქაშათაგის სამელიქო დაარსდა 1475 წელს მელიქ ჰაიქაზ I-ის, ასევე მელიქ-ჰაიქაზიანების დინასტიის (პროშიანების მთავართა დინასტიის ყველაზე პატარა შტო) დამაარსებლის მიერ. მანამდე ქაშათაგის მხარეს ჯერ ორბელიანების საგვარეულო, შემდეგ კი შაჰურნეცების კლანი მართავდა[3].

ქაშათღქში აგებული მელიქთა სასახლე

ისტორიული მტკიცებების მიხედვით, არაქელ დავრიჟეცი, აღაჩეჩ-ქაშათაგის პირველმა დინასტიურმა მელიქმა (1450-1520) თავის რეზიდენციად და სამელიქოს დედაქალაქად ქაშათღქი (თანამედროვე ჰიუსიულიუ) აქცია. ამ სამთავრობო რეზიდენციის მიხედვით შემდეგ მთელ რეგიონს ქაშათაგი ეწოდა. XV საუკუნის დამლევს ხელოვნურად შექმნილ ფერდობზე დაიწყო მელიქ ჰაიქაზის სასახლის მშენებლობა, რომელიც გარშემორტყმული იყო კარიბჭეებიანი და კოშკებიანი გალავნით. 1480 წელს აშენებული ეს სასახლების კომპლექსი სომხური საერო არქიტექტურის ერთ-ერთი ადრეული ნიმუშია[4].

სომეხი მელიქ ჰაიქაზ I მისმა ძემ, ჰახნაზარ I-მა შეცვალა. ჰახნაზარი 1551 წელს გარდაიცვალა და მისი საფლავი 1930-იან წლებამდე შემორჩა[5]. ხნაწახში მისი სასახლე დღემდეა შემორჩენილი[4].

ხნაწახში შემორჩენილი მელიქ ჰახნაზარის სასახლის ნანგრევები

დინასტიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი მელიქ ჰაიქაზ II იყო, რომელიც მელიქად 1553 წლიდან 1623 წლამდე იჯდა[5]. იგი იმით გახდა ცნობილი, რომ ოსმალეთ-სპარსეთის ომებში ირანის აქტიური მხარდამჭერი იყო და ეხმარებოდა მას კავკასიის დაუფლებაში[6]. არაქელ დავრიჟეცი მას ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ სომეხად და შაჰ აბას I-ის კარზე ყველაზე გავლენიან მრჩეველად ასახელებს[5].

ისტორიკოს მორუს ჰასრატიანის ცნობებით, 1580-1590 წლებში ოსმალეთის იმპერიის მიერ კავკასიის დაპყრობის პირობებში, ჰაიქაზ II ირანის სამეფო კარზე ცხოვრობდა 10-12 წელიწადს. 1606-1607 წლებში, ირანის მიერ რეგიონის ხელახალი დაპყრობის შემდეგ, ჰაიქაზ II, როგორც შაჰის აქტიური და ერთგული მხარდამჭერი, არა მხოლოდ დაუბრუნდა სამელიქოს და აღიდგინა ძველი უფლებები, არამედ სამელიქოს საზღვრებს გარეთაც დიდძალი ქონება მიიღო საჩუქრად[5]. ამაზე მოწმობს შაჰ აბას I-ის მიერ გაცემული ბრძანებულება, რომელიც მოიცავდა მელიქისთვის ერთგულების სანაცვლოდ გადასაცემი ქონების ნუსხას. მასზე დასმულია აბასის ბეჭედიც[6][7].

უკვე 1699 წელს მელიქ ემირბექმა, მელიქ მირტიროსის ძემ, მონაწილეობა მიიღო ანგეგატოკის კრებაში, სადაც სომეხმა მელიქებმა გადაწყვიტეს და მელიქ ისრაელ ორის ნებართვაც მიიღეს, რომ დელეგაციები გაეგზავნათ ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის რუსეთის იმპერატორ პეტრე I-თან[5].

ქაშათაგის სამელიქომ არსებობა 1730 წელს შეწყვიტა, რაც დამღუპველი აღმოჩნდა ადგილობრივი სომხური მოსახლეობისათვის. ადგილობრივი მთავრობის გარეშე დაუცველად დარჩენილი სომხები თითქმის მთლიანად გაქრნენ რეგიონში. მხარეში მალევე გამოჩნდნენ ქურთული ტომები, რომლებმაც დაიწყეს სომხების დევნა-შევიწროვება[7]. მოგვიანებით ეს ტერიტორია ყარაბაღის სახანოს დაექვემდებარა, საბოლოოდ კი რუსეთმა დაიპყრო. რუსების შესვლისას სომხებით დასახლებულ ადგილად მხოლოდ ლაჩინი იყო დარჩენილი[8].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hewsen, Robert (1973–1974). "The Meliks of Eastern Armenia II". Revue des Études Arméniennes. Paris: Sorbonne University. 10: 219. ISSN 1783-1741. Basically, there seem to have been only four important melikdoms in the whole of Syunik ; Sisian, Kapan, Tatev and Kashatagh
  2. Karapetyan, Samvel (2001). Armenian Cultural Monuments in the Region of Karabakh დაარქივებული 2021-10-19 საიტზე Wayback Machine. (PDF). 3. "Gitutiun" Publishing House of NAS RA. pp. 147–149. ISBN 9785808004689.
  3. Armen Gharagyozian (1987). [მკვდარი ბმული] "К локализации гавара Кашатаг [On the localization of the Kashatagh County]". Bulletin of Societies (in Russian). Armenian National Academy of Sciences (1): 44–45.
  4. 4.0 4.1 Ghulyan, Artak (2001). Castles (Palaces) of Meliks of Artsakh and Siunik დაარქივებული 2021-04-13 საიტზე Wayback Machine. . 4. Yerevan: "Gitutiun" Publishing House of NAS RA. ISBN 9785808004696.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Kristine Kostikyan (2001). Քաշաթաղի 17-րդ դարի պատմությանը վերաբերող մի փաստաթուղթ" [Documents relating to the history of Kashatagh in the 17th century] (PDF). Countries and Peoples of the Near Middle East (in Armenian). XX. Yerevan: Institute of Oriental Studies of the Armenian National Academy of Sciences. pp. 168–171. ISBN 99930-2-219-5.
  6. 6.0 6.1 Ilya Petrushevsky (1949). Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении в XVI-начале XIX вв [Essays on the history of feudal relations in Azerbaijan and Armenia in the 16th-early 19th centuries] (PDF). Publishing house of Leningrad State University. pp. 59 and 72. OCLC 29734923.
  7. 7.0 7.1 Dr. Kavani, R.A. (2010). "The Treaty of 1639 and its Consequences for Armenia and the Armenians". The Armenian Review. 52 (1–2): 6. ISSN 0004-2366. Melik Haykaz from the village of Khanatsakh in the land of K'shtagh
  8. Karapetyan, Samvel (2001). "Berdzor (Lachin)". Armenian Cultural Monuments in the Region of Karabakh (PDF) დაარქივებული 2021-10-19 საიტზე Wayback Machine. . "Gitutiun" Publishing House of NAS RA. p. 169. ISBN 5-8080-0468-3.