არაქელ დავრიჟეცი
იერსახე
არაქელ დავრიჟეცი, არაქელ თავრიზელი (დ. 1595 - გ. 1669) – სომეხი ისტორიკოსი. მისი ვრცელი „ისტორიათა წიგნი“ ამ პერიოდის ამიერკავკასიის და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის პირველხარისხოვანი წყაროა. ავტორი დაწვრილებით აღწერს შაჰ-აბასის შემოსევებს ამიერკავკასიაში, სომეხთა აყრასა და ირანში გადასახლებას. საყურადღებო ცნობებს გვაწვდის XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის სამეფოებზე, კერძოდ სიმონ I-ზე, ალექსანდრე II-ზე, ლუარსაბ II-ზე, თეიმურაზ I-ზე, ქეთევან დედოფალზე, გიორგი სააკაძეზე და სხვ. არაქელ დავრიჟეცის ნაშრომი პირველად დაიბეჭდა სომხურ ენაზე ამსტერდამში 1669 წელს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 544.