აუსფალსკის კარიბჭე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აუსფალსკის კარიბჭე
Аусфальские ворота
Kaliningrad 1200 11.jpg
კოორდინატები 54°42′44″N 20°29′27″E / 54.712181° ჩ. გ. 20.490886° ა. გ. / 54.712181; 20.490886
მდებარეობა კალინინგრადი, რუსეთი
თარიღდება XIX საუკუნე
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3900368000

აუსფალსკის კარიბჭე (რუს. Аусфальские ворота; გერმ. Ausfalstor) — კალინინგრადის შვიდი კარიბჭიდან ერთ-ერთი. მდებარეობს გვარდიის პროსპექტისა და მთის ქუჩის კვეთის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, 1200 გვარდიელის ძეგლის სიახლოვეს.

კალინინგრადის კარიბჭეებს შორის ეს ყველაზე კარგი ხარისხითაა აგებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი კარიბჭე თანამედროვე კარიბჭის ადგილზე ააგეს XVII საუკუნის 20-იან წლებში, ქალაქის გარშემო თავდაცვითი კედლის მშენებლობის დროს. მოგვიანებით, 1866 წელს, კარიბჭე ხელახლა ააშენეს აგურის გოთიკის სტილში. XIX საუკუნეში აგებული აუსფალსკის ჭიშკარი გამოიყენებოდა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისათვის და დანიშნულების მიხედვით ქალაქის კარიბჭეებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. ახალი აუსფალსკის კარიბჭე დააპროექტა არქიტექტორმა ლუდვიგ ფონ ასტერმა.

თავდაპირველად კარიბჭე ჩაყოლებული იყო კედელში და პრაქტიკულად მდებარეობდა ზღვის დონის დაბლა. ისევე როგორც ქალაქის სხვა კარიბჭეები 1910 წელს აუსფალსკის კარიბჭეც გაყიდა ქალაქის სამხედრო უწყებამ.

ომის პერიოდში აუსფალსკის კარიბჭე გადააკეთეს სამხედრო ნაწლების მართვის პუნქტად. კარიბჭის ფართო ინტერიერი ცალკეულ მონაკვეთებად დაყეს ბეტონის კედლებით. ოთახები ერთმანეთს უკავშირდებოდა ჰერმეტული კარით.

ომის შემდეგ კარიბჭე გამოიყენებოდა, როგორც საწყობი, მოგვიანებით როგორც ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფარი, მოგვიანებით კი კანალიზაციის კოლექტორი დაამონტაჟეს.

1993 წელს კარიბჭის ზედა ნაწილში ააშენეს წმინდა გიორგის სამლოცველო, რომლებიც ეძღვნებოდა საბჭოთა ჯარისკაცებს, რომლებიც დაიღუპნენ კენიგსბერგის შტურმის პერიოდში.

2007 წლის გაზაფხულზე აუსფალსკისა და რკინიგზის კარიბჭეები გადაეცათ კალინინგრადის საოლქო ისტორიულ-სამხატვრო მუზეუმს. იგეგმება კარიბჭის რესტავრაცია და მასში სამუზეუმო ექსპოზიციის განთავსება. 1200 გვარდიელის ძეგლისა და გამარჯვების პარკთან ერთად კარიბჭე უნდა გახდეს სამხედრო-ისტორიული კომპლექსის ნაწილი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აუსფალსკის კარიბჭეს ჰქონდა მხოლოდ ერთი გასასვლელი, რომელსაც შიდა მხრიდან ჰქონდა კიბე და ვიწრო ხიდი. შესასვლელის კუთხეებში განთავსებული იყო კაზემატები. გასასვლელი გადახურული იყო თაღით.

ქალაქის მხრიდან კარიბჭის ფასადზე არაფერია ცნობილი, იგი მიწითაა ამოვსებული, ხოლო ფოტოები და ნახატები არ შემორჩენილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Авенир Овсянов. В казематах королевского форта. Калининград, «Янтарный сказ», 1999. Стр 95-96, 105—106.
  • Балдур Кёстер «Кёнигсберг. Сегодняшний Калининград. Архитектура немецкого времени» . Перевод с немецкого (текст). Данные оригинального немецкого издания: Baldur Köster , Husum Druck; 2000, ISBN 3-88042-923-5
  • Юрий Ржевцев. Их Альма-матер — бывшая биржа труда // газета «Удачный выбор» (Калининград), номер за 23 апреля — 2 мая 2003 г.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]