ფრიგიული ჩაჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ატისი ფრიგიული ჩაჩით, (ძვ. წ. აღ. II საუკინე).

ფრიგიული ჩაჩი ან თავისუფლების ჩაჩი რბილი კონუსუსრი ფორმის ქუდი, რომელიც წვეტით ბოლოვდება. ანტიკური ხანაში გამოიყენებოდა ანატოლიაში, დაკიაში და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, აგრეთვე თრაკიასა და ფრიგიაში. ადრეული თანამედროვე ევროპაში ის გახდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლო. ქუდი ასოცირდება პილოსთან, რომელიც ძველ რომში განთავისუფლებული მონების ქუდს წარმოადგენდა. ფრიგიული ჩაჩის უძველეს გამოსახულებას შევხვდებით პერსეპოლისში.

ფრიგიული ჩაჩი იმ ქვეყნის გერბზეც გამოიყენება, რომლებიც სამეფო გვირგვინის დაქვემდებარების ქვეშ იყვნენ და შემდეგ მოიპოვეს თავისუფლება. ის ასევე განსაზღვრავს ქვეყანაში რესპუბლიკური მმართველობის ტიპის არსებობას. ფრანგული რევოლუციის სიმბოლო მარიანა ასევე გამოისახება ფრიგიული ჩაჩით.

მიუხედავად იმისა, რომ ფრიგიული ქუდებს თავდაპირველად სიბოლური დატვირთვა არ გააჩნდათ, მათ ეს მნიშვნელობა ამერიკის, მოგვიანებით კი საფრანგეთის რევოლუციისას, შეიძინა. მე-16 საუკუნიდან მოყოლებული, როცა რომაული იკონოგრაფია აღორძინდა რომაული ემბლემებისა და ნუმიზმატიკის წიგნებში, თავსაბურავის, როგორც თავისუფლების სიმბოლოს, როლის საკმაოდ გაიზარდა მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ნიდერლანდებში.

მეცნიერთა ნაწილი მიუთითებს მის ისტორიულ, თუ კულტურულ კავშირზე კურხარებთან - ინგუშურ ეროვნულ ატრიბუტთან, რომელსაც თავსაბურავად ინგუში ქალები ხმარობენ.

ანტიკური სამყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას, რაც მომავალში იწოდა, როგორც ფრიგიული ჩაჩა, გამოიყენებდნენ ჯერ კიდევ ისეთი ირანული წარმოშობის ტომები, როგორებიც არიან სკვითები, მიდიელები და ძველი სპარსები. ბერძნული წყაროებიდან ირკვევა, რომ ფრიგიული ქუდის ირანული ვარიანტი რბილი თავსაბურავი იყო და ეწოდებოდა ტიარა. მას შემდეგ კი, რაც ბერძნებმა აღმოაჩინეს, რომ მეზობლეს მსგავსი დიზაინის მქონე თავსაბურავი გააჩნდათ, შეარქვეს მას "ფრიგიული ქუდი". ეს და სხვა ვარიანტები შეინიშნა პერსეპოლისის რელიეფებში. როგორც ჩანს, ორივე მათგანი დამზადებული იყო რბილი მასალისგან, ყურებზე და კისერზე გრძელი ფლაკუნებით, მაგრამ განსხვავებული ფორმებით - "სწორ ტიარას" ატარებდნენ მეფეები, ხოლო მაღალი კლასის წარმომადგენელთ მაღალი, ღერძიანი დიადემები ეფარათ.[1]

ელინისტური ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IV საუკუნისთვის ფრიგიული ქუდი ასოცირდებოდა ფრიგიელ ატისთან, კიბელეს მეუღლესთან. დაახლოებით ამავე დროს, მას შევხვდებოდით ლეგენდარული მეფის - მიდასისა - და სხვა ფრიგიელთა გამოსახულებებში, ბერძნულ მჭედლობასა და არქიტექტურაში.[2]

ქუდი ასევე გავრცელებული იყო რამდენიმე არაბერძნულ ერზეც, მათ შორის ბარბაროსებზეც, აგრეთვე ტროასა და სხვა დასავლური ანატოლიის ხალხებში, რომელთა მთავარ გმირებსაც (პარისს, ენეასის, განიმედეს და სხვ.) რეგულარულად ფრიგიული ქუდით გამოსახავდნენ. აგრეთვე ანტიკურ არტეფაქტებზე შევხვდებით ამორძალებსა და ე.წ. სკვითელ მშვილდოსნებს, რომლებსაც სწორედ ეს ქუდი ეხურათ.

მიუხედავად იმისა, რომ ფრიგიული ქუდი მატყლის ან რბილი ტყავისგან დამზადებული იყო, ელინისტამდელ ხანაში ბერძნებმა უკვე შეიმუშავეს სამხედრო ჩაფხუტი, რომელსაც ჰქონდა მსგავსი დამახასიათებელი თვისებები. ესაა ფრიგიული მუზარადი, რომელიც, ჩვეულებრივ, ბრინჯაოსგან მზადდებოდა და მრავალ ელინისტურ დასახლებებში გამოიყენებოდა, როგორებიცაა თრაკია და ბერძნული ნასახლარები. მათი გამოყენება ძვ.წ. V საუკუნიდან რომის ეპოქამდე გაგრძელდა. ზედაპირული მსგავსებისდა გამო, ქუდისა და ჩაფხუტის ხელოვნების ნიმუშებზე გარჩევადობა პრობლემატურია. ქუდს მუზარადისგან, ძირითად შემთხვევაში, ან ყურის ნიჟრები ან გრძელი კისრის ფარები გამოარჩევს.

რომაული ეპოქა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრაიანეს სვეტზე, სადაც გამოსახულია იმპერატორ ტრაიანეს ეპიკური ომების სიუჟეტები, ასახულია დიკიელთა არმია, რომლის ჯარისკაცებსაც ფრიგიული ჩაჩა ახურავთ. ლაოდიკეაში გამოსახულ გამოსახულ ტრაიანეს მონუმენტზე გამოსახულია პატიმარი, რომელსაც ფრიგიული ქუდი ახურავს. ფრიგიული ქუდი პართიაშიც გავრცელდა, ამის სამხილად კი სეპტიმიუს სევერუსის თაღი მიიჩნევა, სადაც ასახულია აღნიშნული ომის კადრები, პართიელ ჯარისკაცებს კი ზემოხსენებული ქუდები ახურავთ.

ფრიგიული ქუდი ხელახლა იკიდებს ფეხს მითრაიზმის რელიგიაში, რომელიც იყო რომაული მისტერიული კულტი, რომლის საძირკვლად ასტროლოგია მიიჩნევა. მაგალითად, ე.წ. ტაუროქტონიის საკულტო გამოსახულებაში ღმერთი მითრას, ისევე როგორც მისი დამხმარე კაუტებისა და კაუტოპასების ფიგურები სწორედ ფრიგიული ქუდითაა დამშვენებული.ფრიგიული ქუდის ფუნქცია კულტში უცნობია, მაგრამ იგი პირობითად არის იდენტიფიცირებული, როგორც მისი პერსერიის აქსესუარი.

ადრეული ქრისტიანული ხელოვნებიდან მოყოლებული შუა საუკუნეებამდე მოგვებს, როგორც ასტროლოგიის, ალქიმიისა და მაგიის ექსპერტებს, ფრიგიული ქუდებით გამოსახავენ.

თავისუფლების ხატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრიგიადან თავისუფლებამდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვიან რესპუბლიკურ რომში, რბილი ქუდები, სახელწოდებით pileus, თავისუფალთა, გათავისუფლებულთა სიმბოლოს წარმოადგენდა. ძვ.წ. 44 წელს, იულიუს კეისრის მკველობის შემდეგ, ბრუტუსმა და მისმა თანამოაზრეებმა პილოსის სიმბოლიზირებით აღნიშნეს კეისრის დიქტატურის დასასრული და რესპუბლიკური სისტემის დაბრუნება. [3]

პილეუსის მსგავსი რომაული ასოციაციები გაგრძელდა შუა საუკუნეებამდე, სანამ პილოსი და ფრიგიული ქუდები საზოგადოებისთვის თითქმის იდენტური არ გახდა.

საფრანგეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"თავისუფლება უძღვება ხალხს", 1830. შევნიშნოთ, რომ მრავალი პერსონა აღნიშნულ ქუდს ატარებს.

მსგავსი ქუდი ეცვათ 1792 წელს გათავისუფლებულ მარსელის პატიმრებს და იგი ასევე იყო იაკობინელების სიმბოლო საფრანგეთის რევოლუციის დროს. ამ ფაქტის წყალობით, თავისუფლების ისტორიული მნიშვნელობის გარდა, იგი შემდეგ მიიღეს როგორც თავად რევოლუციის სიმბოლო, სიმბოლო, რომელმად დიდი გავლენა იქონია ფრანგ რომანტისტ ეჟენ დელაკრუაზე, მან აღნიშნული დეტალი საკუთარ მაგნუმ ოპუსში ასახა. ადვილი შესამჩნევია, რომ საფრანგეთის რევოლუციური მოძრაობის სიმბოლო - მარიანა - აღნიშნულ ნახატში ზემოხსენებულ ქუდს ატარებს.

არც ფრიგიის ქუდი და არც პილუსი არ იყო აუცილებლად წითელი. რატომ შეიძინა მან, როგორც რევოლუციის სიმბოლომ ( კაპოტი რუჟი ), ეს ფერი, ზუსტად არ არის ცნობილი. როგორც ჩანს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის მსჯავრდებულთა თავსაბურავს წარმოადგენდა. (აკრძალული იყო მათთვის ტარება 1793 წლის 23 სექტემბრის ბრძანებულებით ).

პილოსის ქუდი, როგორც გათავისუფლებული მონების ემბლემა, ასოცირდებოდა თავისუფლების ქალღმერთთან ( Libertas ) და, შესაბამისად, გვხვდება მარიანასა და კოლუმბიის , საფრანგეთისა და შეერთებული შტატების პერსონიფიკაციების, გამოსახულებებზე.

ტერორის პერიოდშ (სექტემბერი 1793 - ივლისი 1794) ქუდი გამოიყენებოდა ერთგვარ თავდაცვით მექანიზმად, ახალი რეჟიმისადმი ერთგულების რეკლამირების გზით. ქუდებს ქსოვდნენ ქალები, რომლებიც ცნობილია როგორც ტრიკოტეუსები , რომლებიც გილიოტინის გვერდით ისხდნენ პარიზში საჯარო სიკვდილით დასჯის დროს და განაგრძობდნენ ქსოვას პროცესიებს შორის.[4]

ფრიგიული ქუდი აშშ-ს სენატის ბეჭედზე.

აშშ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის რევოლუციის წინა წლებში რესპუბლიკანიზმისა და ანტიმონარქისტული განწყობის სიმბოლო კვლავ გამოჩნდა აშშ-ში, კოლუმბიის ქუდის სახით, რომელიც დაფუძნებულია ფრიგიულ ქუდზე. იგი აშშ-ის ეროვნული პერსონიფიკაციაა.

აშშ-ის სენატის ემბლემაზე გამოსახულია ფრიგიული ქუდი.

აშშ-ის არმია 1778 წლიდან იყენებს გერბს, რომელზეც გამოსახულია დევიზი "ამას ჩვენ დავიცავთ" ფრიგიული ქუდის ფონზე.

1854 წელს, როცა თომას კროუფორდი - ამერიკელი მოქანდაკე - ამზადებდა მოდელებს ქანდაკებებისთვის ომის მდივან ჯეფერსონ დეივისისთვის, ამ უკანასკნელმა დაჟინებით მოითხოვა, რომ ქანდაკებას თან არ დართვოდა თავისუფლები ქანდაკებას (1863) ფრიგიული ქუდი იმ მოტივით, რომ "ამერიკული თავისუფლება ორიგინალურია და არა. გათავისუფლებული მონის თავისუფლება“.

გაერთიანებულ სამეფოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მე-18 საუკუნეში ქუდი ხშირად გამოიყენებოდა ინგლისის პოლიტიკურ პარტიებში, როგორც სიმბოლო თავისუფლებისა. ბლეკბერნში, 1819 წლის 5 ივლისს, ქალი რეფორმატორები, როგორიცაა ალის ქითენი, დაესწრნენ რეფორმის პირველ შეხვედრას და ჯონ ნაითს საჩუქრად გადასცეს "თავისუფლების ულამაზესი ქუდი, დამზადებული ალისფერი აბრეშუმისგან ან ატლასისგან, გაფორმებული მწვანე მაქმანით, რომლის ბოლოც ოქროს ფოჩი იყო".[5]

არგენტინის გერბი, რომელზეც ფრიგიული ქუდი თავისუფლებას სიმბოლიზირებს.

ლათინურ ამერიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მრავალი სამხრეთამერიკული რევოლუციური აჯანყება შთაგონებული იყო ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციებში გამოიყენებული სლოგნებითა თუ ლოზუნგებით. შედეგად, ქუდი აღმოჩნდა ლათინური ამერიკის მრავალი ქვეყნის სახელმწიფო დროშაზე. ასე, მაგალითად, ჰაიტის დროშაზე გამოსახული ფრიგიული ქუდი განასახიერებს მეამბოხე მონების მიერ დაარსებული ქვეყნის თავისუფლებას.

კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბელგიური კომიქსების ფრენჩაიზში სმურფები, ჯუჯები, როგორც წესი, გამოსახულნი არიან ფრიგიული ჩაჩის მსგავსი ქუდებით.[6]
  • მეორე მსოფლიო ომის დროს ფრიგიული ქუდი გამოიყენებოდა წყალში მყვინთავთა სიმბოლოდ, რომელიც, მოგვიანებით, ცნობილმა ფრანგმა გამომგონებელმა - ჟაკ-ივ კუსტომ - საკუთარი ორგანიზაციის ემბლემად აქცია.
  • ქუდიანი სოკოების ინგლისური ეტიმოლოგია - Sloe Worms Cap - სწორედ ამ ისტორიული ატრიბუტითაა შთაგონებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Welcome to Encyclopaedia Iranica.
  2. Lynn E. Roller, "The Legend of Midas", Classical Antiquity, 2.2 (October 1983:299–313) p. 305.
  3. Cf. Appian, Civil Wars 2:119: "The murderers wished to make a speech in the Senate, but as nobody remained there they wrapped their togas around their left arms to serve as shields, and, with swords still reeking with blood, ran, crying out that they had slain a king and tyrant. One of them bore a cap on the end of a spear as a symbol of freedom, and exhorted the people to restore the government of their fathers and recall the memory of the elder Brutus and of those who took the oath together against ancient kings."
  4. Harden, J. David (1995), "Liberty caps and liberty trees", Past and Present 146 (1): 66–102, .
  5. Gale, Robert L. (1964), Thomas Crawford: American Sculptor, University of Pittsburgh Press, Pittsburgh, p. 124.
  6. Tzvetkova, Juliana (2017-10-12). Pop Culture in Europe (en). ABC-CLIO, გვ. 65. ISBN 978-1-4408-4466-9.