შინაარსზე გადასვლა

ქუდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქუდები

ქუდი, თავსაბურავიადამიანის ტანისამოსის ნაწილი, რომელიც თავზე დასახურად გამოიყენება.

ქუდი იხმარება სხვადასხვა მიზეზით: დამცავად (სიცივისგან, წვიმისგან), სილამაზისთვის ან მოდურობისთვის, რელიგიური ან სოციალური მიზეზებით . არსებობს ქუდის რამდენიმე სახეობა.

XIX საუკუნემდე ქუდს ძირითადად მამაკაცები ატარებდნენ. ქალის თავსაბურად ქუდი XVII საუკუნის წყაროებში გვხვდება. ქალები ქუდს ცხენით მოგზაურობისას იხურავდნენ. ძველ ქართულ წყაროებში ქუდი რკინის თავსაბურავის მნიშვნელობით არის ნახმარი. XI-XII საუკუნეთა ძეგლებში (ვეფხისტყაოსანი, ვისრამიანი) ქუდს უკვე ჩვეულებრივი თავსაბურავის მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოში ხმარობდნენ ტყავის, ნაბდის და ქსოვილის ქუდებს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ქუდი&oldid=3116186“-დან