ტრაიანეს სვეტი
იერსახე

ტრაიანეს სვეტი — იმპერატორ ტრაიანეს მიერ 113 წელს იტალიის დედაქალაქ რომში დადგმული ძეგლი. არქიტექტორი ბერძენი აპოლოდორე დამასკელი. იგი იმპერატორ ტრიანეს სამხედრო ტრიუმფის აღსანიშნავად დაიდგა. 38 მეტრის სიმაღლის თეთრი მარმარილოს სვეტი 34 ნაჭრისაგან შედგება, სვეტი შიგნით ფუღუროა და 184-საფეხურიანი ხვეული კიბე აქვს დატანებული. კიბეს ერთ დროს მნახველები სვეტის წვერზე აჰყავდა.
თავდაპირველად ტრაიანეს სვეტს ბრინჯაოს არწივი აგვირგვინებდა, შემდგომ — ტრაიანეს ქანდაკება, ხოლო 1587 წლიდან — პეტრე მოციქულის ქანდაკება. სვეტი დაფარულია სპირალურად განლაგებული ბრწყინვალედ შესრულებული რელიეფებით (საერთო სიგრძე 244 მ, სიმაღლე 1,2 მ), რომელიც იმპერატორის მიერ დაკიაში (დღევანდელი რუმინეთი) გამართული ბრძოლების სცენებს ასახავს. (შეიცავს 2500 ადამიანის ფიგურას).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Interactive view of the column with English descriptions
- Complete set of images of the column, with Italian text[მკვდარი ბმული]
- Description of the column
- Extensive image archive with browser and German text
- Photographs of some of the reliefs
|