ფრანს-ტამაიოს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ფრანს ტამაიოს პროვინცია)
პროვინცია
ფრანს-ტამაიოს პროვინცია
Provincia de Franz Tamayo
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
კოორდინატები 16°00′00″ ს. გ. 67°05′00″ დ. გ. / 16.00000° ს. გ. 67.08333° დ. გ. / -16.00000; -67.08333
დაარსდა 23 იანვარი, 1826
ფართობი 15 900 კმ²
სალაპარაკო ენები ესპანური, კეჩუა, აიმარა
მოსახლეობა 19 220 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 1.2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCGMT -4
ოფიციალური საიტი http://www.gobernacionlapaz.gob.bo/index.php/conoce/la-paz/estructura/estructura-fisica/276-provincia-franz-tamayo.html

ფრანს-ტამაიო — პროვინცია დასავლეთ ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტში. მდებარეობს ანდების მთიანეთში, კორდილიერა-რეალში, პერუს საზღვართან. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 140 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 200 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 15 900 კმ²-ს შეადგენს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა გაიზარდა 10%-ით და 2005 წლისთვის შეადგინა 19 220 ადამიანი.

პროვინციაში მდებარე მადიდის ეროვნული პარკი

დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა. დედაქალაქია აპოლო

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]



რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]