პედრო-დომინგო-მურილიოს პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პედრო-დომინგო-მურილიოს პროვინცია
Provincia de Pedro Domingo Murillo
Valle de la Luna (Bolivien).jpg
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
ადმ. ცენტრი Palca
კოორდინატები 16°30′00″ ს. გ. 68°00′00″ დ. გ. / 16.50000° ს. გ. 68.00000° დ. გ. / -16.50000; -68.00000
ფართობი 4 705 კმ²
სალაპარაკო ენები ესპანური, აიმარა, კეჩუა
მოსახლეობა 1 484 328 კაცი (2001)
სიმჭიდროვე 315,5 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCGMT -4
ოფიციალური საიტი http://www.gobernacionlapaz.gob.bo/index.php/conoce/la-paz/estructura/estructura-fisica/289-provincia-pedro-domingo-murillo.html
Bolivia La Paz Pedro Domingo Murillo.png

პედრო-დომინგო-მურილიოს პროვინცია (ესპ. Provincia de Pedro Domingo Murillo) — პროვინცია ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტში. დედაქალაქია პალკა. იგი მოიცავს ქვეყნის დედაქალაქ ლა-პასსა და სხვა მნიშვნელოვან ქალაქ ელ-ალტოს. წარმოადგენს ბოლივიის ყველაზე ხალხმრავალ პროვინციას. სახელი ეწოდა ბოლივიის ეროვნული გმირის — პედრო დომინგო მურილიოს პატივსაცემად (1756-1809).

პროვინცია მდებარეობს ბოლივიის ალტიპლანოში, ტიტიკაკას ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 80 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 60 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 4 705 კმ²-ს შეადგენს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა თითქმის 70%-ით გაიზარდა.

ვალე-დე-ლა ლუნა
  • 97.1% ლაპარაკობს ესპანურად, 48.3% აიმარაზე და 8.6% კეჩუაზე (1992).
  • 90.0% წერა-კითხვის მცოდნეა (2001).
  • მოსახლეობის 11.8%-ს არ აქვს ელექტროენერგია (2001).
  • მორწმუნეთა 83.0% კათოლიკეა, 10.3% პროტესტანტი (1992).

დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია შედგება ხუთი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]