არომას პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არომას პროვინცია
Provincia de Aroma
ქვეყანა ბოლივიის დროშა ბოლივია
სტატუსი პროვინცია
შედის ლა-პასის დეპარტამენტი
მოიცავს 7 მუნიციპალიტეტს
ადმინისტრაციული ცენტრი სიკა-სიკა
ოფიციალური ენები ესპანური, აიმარა, კეჩუა
მოსახლეობა (2005) 99 162 კაცი
სიმჭიდროვე 19.2 კაცი/კმ²
რელიგია კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი
ფართობი 4 510 კმ²
არომას პროვინცია რუკაზე
დროის სარტყელი GMT -4

არომა — პროვინცია ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტის სამხრეთ ნაწილში. მდებარეობს ბოლივიის ალტიპლანოში, ტიტიკაკას ტბის სამხრეთით, ორუროს დეპარტამენტის საზღვართან. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 120 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 55 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 4 510 კმ²-ს შეადგენს.

მოსახლეობა[რედაქტირება]

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა 80%-ით გაიზარდა და 2005 წლის მონაცემებით 99 162 ადამიანს შეადგენდა, მათი 79.9 % საუბრობს ესპანურად, 6.7 %-თვის კეჩუაზე, 93.9 %-თვის აიმარა.[1] [2]

მოსახლეობის 78.4 % წერა-კითხვის მცოდნეა. 69.2 % კათოლიკეა, 25.5 % პროტესტანტი.

პროვინცია შედგება შვიდი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა. დედაქალაქია სიკა-სიკა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

კოორდინატები: 17°20′ ს. გ. 67°50′ დ. გ. / 17.333° ს. გ. 67.833° დ. გ. / -17.333; -67.833

სქოლიო[რედაქტირება]