სუდ-იუნგასის პროვინცია
იერსახე
| პროვინცია | |
|---|---|
|
სუდ-იუნგასის პროვინცია Provincia de Sud Yungas | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | Chulumani |
| კოორდინატები | 16°00′00″ ს. გ. 67°05′00″ დ. გ. / 16.00000° ს. გ. 67.08333° დ. გ. |
| დაარსდა | 12 იანვარი, 1900 |
| ფართობი | 5 770 კმ² |
| სალაპარაკო ენები | ესპანური, აიმარა, კეჩუა |
| მოსახლეობა | 63 544 კაცი (2001) |
| სიმჭიდროვე | 11 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
| ოფიციალური საიტი | http://www.gobernacionlapaz.gob.bo/index.php/conoce/la-paz/estructura/estructura-fisica/290-provincia-sud-yungas.html |
|
| |
სუდ-იუნგასის პროვინცია (ესპ. Provincia de Sud Yungas) — პროვინცია ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ჩულუმანი.
პროვინცია მდებარეობს ბოლივიის კორდილიერა-რეალის აღმოსავლეთ ფერდობებზე, აღმოსავლეთით ესაზღვრება კოჩაბამბისა და ბენის დეპარტამენტები. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 200 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 75 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 5 770 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა თითქმის 50%-ით გაიზარდა.
დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია შედგება ხუთი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.