გალბერტო-ვილიაროელის პროვინცია
| პროვინცია | |
|---|---|
|
გალბერტო-ვილიაროელის პროვინცია Provincia de Gualberto Villarroel | |
![]() | |
| ქვეყანა |
|
| კოორდინატები | 17°40′00″ ს. გ. 67°53′00″ დ. გ. / 17.66667° ს. გ. 67.88333° დ. გ. |
| ფართობი | 1 935 კმ² |
| სალაპარაკო ენები | ესპანური, აიმარა, კეჩუა |
| მოსახლეობა | 18 622 კაცი (2005) |
| სიმჭიდროვე | 8.3 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | UTCGMT -4 |
|
| |
გალბერტო-ვილიაროელი — პროვინცია დასავლეთ ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტში. სახელი ეწოდა ბოლივიის 39-ე პრეზიდენტის, გალბერტო ვილიაროელის პატივსაცემად. მდებარეობს ბოლივიის ალტიპლანოში, ესაზღვრება ორუროს დეპარტამენტს. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 40 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 80 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 1 935 კმ²-ს შეადგენს.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოლო ოცი წლის განმავლობაში, პროვინციის მოსახლეობა გაორმაგდა და 2005 წლისთვის შეადგინა 18 622 ადამიანი.

- 74.8% ლაპარაკობს ესპანურად, 95.9% აიმარაზე და 0.3% კეჩუაზე,
- 87.6% წერა-კითხვის მცოდნეა.
- მორწმუნეთა 59.9% კათოლიკეა, 26.5% პროტესტანტი.
დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა. დედაქალაქია სან-პედრო-დე-ლა-გურაუარა
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Instituto Nacional de Estadística დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
- პროვინციის დეტალური რუკა დაარქივებული 2012-05-04 საიტზე Wayback Machine.
- ლა-პასის დეპარტამენტის სოციალური მონაცემები
| |||||||

