სპექტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცისარტყელა

სპექტრი (ლათ. spectrum „წარმოდგენა“, „გამოსახულება“) ფიზიკაში — ერთობლიობა სხვადასხვა მნიშვნელობებისა, რომლებიც შეიძლება მიიღოს მოცემულმა ფიზიკურმა სიდიდემ. სპექტრი შეიძლება იყოს უწყვეტი და წყვეტილი (დისკრეტული). ყველაზე ხშირად სპექტრის ცნებას იყენებენ რხევითი პროცესების მიმართ.

ბირთვულ ფიზიკაში იყენებენ მასების, იმპულსების, ენერგიების, სიჩქარეების და სხვათა სპექტრის ცნებას.

ტერმინი მეცნიერებაში 1671-1672 წლებში შემოიღო ნიუტონმა, რათა აეღნიშნა ცისარტყელას მსგავსი მრავალფერიანი ზოლი, რომელიც მზის სხივის სამკუთხედ პრიზმის გასვლის შემდეგ წარმოიშობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]