მომბასა (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მომბასა
მშობ. სახელი: ინგლ. Mombasa Island

კუნძულ მომბასას რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 04°03′00″ ს. გ. 39°40′00″ ა. გ. / 4.05000° ს. გ. 39.66667° ა. გ. / -4.05000; 39.66667
ფართობი 14,1 კმ²
სიგრძე 5,5 კმ
სიგანე 3,8 კმ
უმაღლესი წერტილი 5 მ
კენიის დროშა კენია
პროვინცია სანაპირო პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 146 334 ად. (1999)
სიმჭიდროვე 10 378,30 ად. /კმ²

მომბასა (ინგლ. Mombasa Island) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში. ადმინისტრაციულად ეკუთვნის კენიის სანაპირო პროვინციას. კუნძულზე მდებარეობს ქალაქ მომბასის ძველი ნაწილი. კუნძული მატერიკთან შეერთებულია დამბით.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულის სიგრძეა 5,5 კმ, ხოლო სიგანე 3,8 კმ. მომბასის კუნძული ადმინისტრაციულად მომბასის ოლქის 4 რაიონიდან ერთ-ერთია. კუნძულის მოსახლეობა 1999 წლის აღწერის თანახმად შეადგენს 146 334 ადამიანს.[1] ის დაყოფილია 6 ქვედანაყოფად:[2]

  • განჯონი
  • რკინიგზის
  • ტონონოკა
  • ტუდორი
  • მაჯენგო
  • ძველი ქალაქი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ მომბასის ძველი ნაწილი მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ დაბოლოებაზე. კილინდინის ნავსაყუდელი და თანამედროვე, ღრმა რეიცის პორტი, რომელიც კუნძულს აკავშირებს კენიის მატერიკულ სამხრეთ ნაწილთან. ძველი ნავსყუდელი — ტიუდორის პორტი, რომელსაც იცავს ფორტ-ჟესუსი და ტიუდორ-კრიკის წყალსატევი კუნძულს გამოყოფს მატერიკის ჩრდილოეთი ნაწილისგან. თანამედროვე საცხოვრებელ განაშენიანებას და საწარმოო ზონებს დღეისათვის უკავია კუნძულის დანარჩენი ნაწილი.

კუნძული მომბასა მატერიკთან დაკავშირებულია მაკურას დამბით ჩრდილო-დასავლეთში, ნიალის ხიდით აღმოსავლეთში და ლიკონის ბორანით სამხრეთში. ავტოგზის და სარკინიგზო ხიდი ასევე უკავშირდება მატერიკს და მდებარეობს რეიცის პორტთან შორიახლოს.

ტიუდორის პორტს და ტიუდორ-კრიკის წყალსატევს სახელი დაერქვა დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის კაპიტნის ოუენ ტიუდორის პატივსაცემად, რომელმაც პირველად ჩაატარა ამ ადგილების მოკვლევა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-16. ციტირების თარიღი: 2015-11-29.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-18. ციტირების თარიღი: 2015-11-29.