თიმლიჩ-ოჰინგა
| თიმლიჩ-ოჰინგა | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
| |
| სტატუსი | National Monument of Kenya[1] და მსოფლიო მემკვიდრეობა |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iii, iv, v |
| რეგიონი | აფრიკა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2018 (42-ე სესია) |
| ნომერი | 1450 |
![]() | |
| http://www.museums.or.ke/thimlich-ohinga | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1450 ინგლ. • რუს. • ფრ. |
თიმლიჩ-ოჰინგა — არქეოლოგიური ძეგლი კენიაში. მდებარეობს ქალაქ მიგორიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 46 კილომეტრში, ტბა ვიქტორიის რაიონში, ნიანზის პროვინციაში. 2018 წელს შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[2]. დაცულია ეროვნული მუზეუმებისა და მემკვიდრეობის კანონის საფუძველზე 2016 წლიდან და იმყოფება კენიის ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში. იგეგმება ტურიზმის განვითარება[3].
ლუოს ხალხის დოლუოს ენაზე thimlich ითარგმნება, როგორც „საშიში, გაუვალი ტყე“, ხოლო ohinga — „ქვის ნაგებობა“[4].
თიმლიჩ-ოჰინგა გამაგრებული ქვის ნაგებობაა, რომელიც მშრალი წყობის მეთოდითაა აგებული. თარიღდება XVI საუკუნით. მეცნიერთა აზრით, თიმლიჩ-ოჰინგას იყენებდნენ თემისა და პირუტყვის დასაცავად. თიმლიჩ-ოჰინგა არის უდიდესი და საუკეთესოდ შემონახული ნიმუში არსებული ტრადიციული სამშენებლო კომპლექსებიდან[3].
კომპლექსი შედგება ოთხი ნაგებობისაგან: Kochieng, Kakuku, Koketch, Koluoch. კედლები აგებულია სხვადასხვა ზომის სუფთად გათლილი ქვებით, დუღაბის გარეშე, კედლების სიმაღლე 1,5-დან 4,5 მ-მდე, საშუალო სისქე — 1 მ[3].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Wiki Loves Monuments monuments database — 2017.
- ↑ Sites from Kenya, Oman and Saudi Arabia inscribed on UNESCO World Heritage List
- ↑ 3.0 3.1 3.2 Thimlich Ohinga Archaeological Site. United Nations (2019). ციტირების თარიღი: 2019-10-28.
- ↑ Maina Kiarie. Thimlich Ohinga. Enzi. ციტირების თარიღი: 2019-10-28.
| ||||||||||
