შინაარსზე გადასვლა

ფლორა შედანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფეოდოსია (ფლორა) შედანია
დაბადების თარიღი 4 სექტემბერი, 1910
მერხეული, გულრიფშის რაიონი, სსსრ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეთნიკურად ქართველი
საქმიანობა მსახიობი
დამსაქმებელი სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი
მეუღლე(ები) მიხეილ ჩუბინიძე
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი

ფლორა (ფეოდოსია) შედანია (დ. 4 სექტემბერი, 1910, სოფელი მერხეული, გულრიფშის რაიონი — გ. თებერვალი, 2005) — ქართველი საბჭოთა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976). ცნობილი ქართველი რეჟისორისა და მსახიობის მიხეილ ჩუბინიძის მეუღლე.

1939 წელს დაამთავრა მარჯანიშვილის თეატრთან არსებული დრამატული სტუდია, 1940 წელს კი რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

იყო სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლები: ტატიანა (გორკის „მდაბიონი“), ხასინტა (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“), ვარდო („სურამის ციხე“, ჭონქაძის მიხედვით), ვიოლა (შექსპირის „მეთორმეტე ღამე“), გაიანე (სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ლუიზა (შილერის „ვერაგობა და სიყვარული“), მარტინა (მოლიერის „ძალად ექიმი“), ბორდოხანი („დიდოსტატის მარჯვენა“ გამსახურდიას მიხედვით), დამლაგებელი (ჩხაიძის „მიღების დღე“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „ქვიშანი დარჩებიან“ (1976), „დათა თუთაშხია“ (თამარი, 1978), „ზღაპარი“ (1980), „უძინართა მზე“ (თამარ კლდიაშვილი, 1992), „ოქროს ობობა“ (ბაბულია, 1992),

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]