მიხეილ ჩუბინიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიხეილ ჩუბინიძე
დაბ. თარიღი 28 თებერვალი, 1910
თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი მარტი, 2006(2006-03-00)
თბილისი, საქართველო
აქტიური 1939–1980
მეუღლე(ები) ფლორა შედანია

მიხეილ დიმიტრის ძე ჩუბინიძე (დ. 28 თებერვალი, 1910 — გ. მარტი, 2006) — ქართველი საბჭოთა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1958), სსრკ-ის სახალხო არტისტი (1982).

კოტე მარჯანიშვილის მოწაფე, მიხეილ ჩუბინიძე 1930-1939 წლებში მუშაობდა ჯერ ჭიათურის, შემდეგ გორის და ფოთის თეატრებში. 1939 წლიდან სოხუმის სახელმწიფო ქართულ დრამატულ თეატრში მოღვაწეობდა, სადაც შედგა მისი დებიუტი მნიშვნელოვანი როლით გიორგი სააკაძე (სანდრო შანშიაშვილის დრამა „უგვირგვინო მეფენი“). მის მიერ შექმნილმა სცენურმა სახეებმა, ჯერ სოხუმში, შემდეგ კი, დევნილობის პერიოდში, თბილისში, განსაკუთრებულად დაამახსოვრა თავი მაყურებელს. (მათ შორის: პრეზიდენტი, ფრიდრიხ შილერის „ვერაგობა და სიყვარული“; ბახა, ვაჟა ფშაველას „მოკვეთილნი“; გიჟუა, ავქსენტი ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“; ხევისბერი გოჩა, ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“; მამამზე ერისთავი, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და მრავალი სხვა). აღსანიშნავია, მიხეილ ჩუბინიძის შესრულებული კინოროლებიც (ნუგზარ ერისთავი, “ხევისბერი გოჩა“, პეტრე, „მიხა“ და სხვა).[1]

მიხეილ ჩუბინიძის მეუღლე იყო მსახიობი ფლორა შედანია.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]