ფაზილ მამედოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაზილ მამედოვი
ფაზილ მამედოვი
აზერბაიჯანის გადასახადების სამინისტრო
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 თებერვალი 2000 – 5 დეკემბერი 2017
წინამორბედითანამდებობა დამტკიცებულია
მემკვიდრემიქაილ ჯაბაროვი

დაბადებული28 მარტი, 1964
შამქორის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ,სსრკ
გარდაცვლილი4 ნოემბერი, 2022 (58 წლის)
სტამბული, თურქეთი
მოქალაქეობააზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
დაკრძალულიაიასამალის სასაფლაო
განათლებააზერბაიჯანის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი
ჯილდოებიდიდების ორდენი
ხელმოწერა

 ფაზილ ასად ოღლი მამედოვი

(აზერ. Fazil Әsәd oğlu Mәmmәdov ; დ.28 მარტი, 1964, შამქორი  — გ. 4 ნოემბერი, 2022, თურქეთი) —  აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი გადასახადების მინისტრი 2000-2001 წლებში, სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის I კლასის   მრჩეველი.  აზერბაიჯანის ბალახის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი 2001-2015 წლებში, აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 2007-2018 წლებში, აზერბაიჯანის ველოსპორტის  ფედერაციის პრეზიდენტი 2011-2021 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაზილ ასად ოღლუ მამედოვი დაიბადა 1964 წლის 28 მარტს შამქორის რაიონში ჩინოვნიკის ოჯახში. სწავლის პერიოდში გამოირჩეოდა სამაგალითო ქცევით. 1980 წელს წარჩინებით დაამთავრა შამქორის რაიონის ჯ.ჯაბრაილბეილის მე-5 საშუალო სკოლა. 1985 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის დ.ბუნიაზადეს სახელობის ეროვნული ეკონომიკის ინსტიტუტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით.

1985-1987 წლებში მსახურობდა უკრაინაში. სამხედრო სამსახურის განმავლობაში დაჯილდოვდა სამკერდე ნიშნით „გამორჩეულობისთვის სამხედრო სამსახურში.“

ფაზილ ასად ოღლუ მამედოვი იყო ჩერნობილის ტრაგედიის ვეტერანი. 1986 წელს მან ნებაყოფლობით მიიღო მონაწილეობა კიევის მახლობლად ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი საშინელი ავარიის შედეგების ლიკვიდაციაში. მნიშვნელოვანი სახელმწიფო ამოცანების შესრულებისას გამოჩენილი მაღალი სიმამაცისა და თავდადებისთვის დაჯილდოვდა უკრაინის ჩერნობილის კავშირის ორდენით "ჩერნობილის ჯვარი: მამაცი, საპატიო, ჰუმანისტი".[1]

გარდაიცვალა 2022 წლის 4 ნოემბერს  თირკმლის უკმარისობით  თურქეთში, სტამბოლში, სადაც გადიოდა  მკურნალობის კურსს. დაკრძალეს იასამალის სასაფლაოზე 2022 წლის 5 ნოემბერს.

ფაზილ მამედოვს ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი.[2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987-1989 წლებში მუშაობდა ეკონომისტად, სალაროს მენეჯერად განჯის სამრეწველო სამშენებლო ბანკში და ეკონომისტად ბაქოს სამრეწველო სამშენებლო ბანკის საოპერაციო დეპარტამენტში. 1989-1993 წლებში  საფინანსო-საკრედიტო კოლეჯის პედაგოგი და განყოფილების გამგე იყო. 1993 წელს აირჩიეს  კომერციული ბანკის „უნსალ“-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. 1994 წელს დაიკავა აგროინდუსტრიული ბანკის შამკირის ფილიალის ხელმძღვანელის თანამდებობა. 1995-1999 წლებში მუშაობდა სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის საფინანსო, სატარიფო და სავალუტო კონტროლის მთავარი დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ და უფროსად, ასევე ამ მიმართულებით — საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. [3]

1999 წლის 20 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ბრძანებულებით დაინიშნა მთავარი სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსად. 2000 წლის 11 თებერვალს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ბრძანებულებით შეიქმნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების სამინისტრო, ხოლო ფაზილ ასად ოღლუ მამედოვი დაინიშნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გადასახადების პირველ მინისტრად. [4] იგი აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლის 5 დეკემბრამდე იკავებდა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის 2015 წლის 9 თებერვლის ბრძანებით მას მიენიჭა სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის 1-ლი რანგის მრჩევლის სპეციალური წოდება. [5]

2015 წლის 29 ივნისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებულებით, პირველ ევროპულ თამაშებში მაღალი მიღწევებისა აზერბაიჯანული სპორტის განვითარებაში შეტანილი  დიდი წვლილისთვის მიენიჭა "დიდების ორდენი". [6]

2016 წლის 15 იანვარს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მიენიჭა სარეზერვო პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.

2001-2015 წლებში — აზერბაიჯანის ბალახის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი.[7]

2007-2018 წლებში — აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი.

2011-2021 წლებში — აზერბაიჯანის ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი. [8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 525-ci Qəzet - “Bir mən vardır məndə məndən içəri...” Səadət Əliyeva yazır. ციტირების თარიღი: 2022-12-15
  2. Fazil Məmmədov dəfn olunub az. ციტირების თარიღი: 2022-12-11
  3. 85 - F. Ə. Məmmədovun Azərbaycan Respublikası Dövlət Gömrük Komitəsi sədrinin müavini təyin edilməsi haqqında. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-10. ციტირების თარიღი: 2022-12-10
  4. F. Ə. Məmmədovun Azərbaycan Respublikasının vergilər naziri təyin edilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Fərmanı taxes.gov.az
  5. 1036 - F.Ə.Məmmədova 1-ci dərəcəli dövlət vergi xidməti müşaviri xüsusi rütbəsinin verilməsi haqqında. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-10. ციტირების თარიღი: 2022-12-10
  6. I Avropa Oyunları qaliblərinin və Azərbaycanda idmanın inkişafında xidmətləri olan şəxslərin təltif edilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı » Azərbaycan Prezidentinin Rəsmi internet səhifəsi. ციტირების თარიღი: 2022-12-11
  7. İdman Federasiyaları. ციტირების თარიღი: 2022-12-11
  8. Fazil Məmmədov Velosiped Federasiyasının prezidenti seçilib az. ციტირების თარიღი: 2022-12-11