უხუცესები (ორგანიზაცია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უხუცესები
შეიქმნა 2007 წლის 18 ივლისი
ტიპი ორგანიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია
მდებარეობა ლონდონი
წევრები 9 (მათ შორის ოთხი უხუცესი ემერიტუსი)[1]
მნიშვნელოვანი პირები
დამფუძნებელი (-ები) ნელსონ მანდელა და Richard Branson
theelders.org

უხუცესები (ინგლ. The Elders) — საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაკომპლექტებულია ცნობილი პოლიტიკოსებით, მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა დამცველებით, რომლებიც 2007 წელს ნელსონ მანდელამ შემოიკრიბა. ნელსონ მანდელას თქმით, „უხუცესების“ შექმნის მიზეზი „დაახლოებით 1 000 წლიანი კოლექტიური გამოცდილების“ გამოყენების აუცილებლობა იყო ისეთი ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადასაჭრელად, როგორებიცაა გლობალური დათბობა, შიდსი და სიღარიბე.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„უხუცესების“, რომელიც 13 წევრისგან შედგება, თავმჯდომარე არის კოფი ანანი.[1] 2013 წლამდე ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს დეზმონდ ტუტუ იკავებდა.[3]

ჯგუფი შექმნეს რიჩარდ ბრანსონმა[4], მუსიკოსმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა პიტერ გებრიელმა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტ ნელსონ მანდელასთან ერეთად. მანდელამ ორგანიზაციის შექმნა საკუთარ დაბადების დღეზე, 2007 წლის 18 ივლისს იოჰანესბურგში.[5]

ორგანიზაციის პრეზენტაციას ესწრებოდნენ კოფი ანანი, გრასა მაშელი, ნელსონ მანდელა, მერი რობინსონი, დესმონდ ტუტუ, მუჰამედ იუნუსი და ლი ჟაქსინგი. არ ესწრებოდნენ ელა ბჰატი, გრუ ჰარლემ ბრუნტლანი, ლახდარ ბრაჰიმი, ფერნანდუ კარდოზუ.[6] 2009 წელს „უხუცესებს“ შეუერთდა მარტი აჰტისაარი, 2013-ის ივლისში — ჰინდა ჯილანი და ერნესტო სედილიო[7], ხოლო 2016 წლის ივნისში — რიკარდო ლაგოსი.[8]

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უხუცესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კოფი ანანი (თავმჯდომარე), გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.
  2. მარტი აჰტისაარი, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში.
  3. ლახდარ ბრაჰიმი, ალჟირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და გაერთიანებული ერების ელჩი.
  4. გრუ ჰარლემ ბრუნტლანი (თავმჯდომარის მოადგილე), ნორვეგიის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოფილი გენერალური დირექტორი
  5. რიკარდო ლაგოსი, ჩილეს 33-ე პრეზიდენტი (2000-2006 წწ.).
  6. გრასა მაშელი, მოზამბიკის ყოფილი განათლების მინისტრი, საზოგადოებრივი განვითარების ფონდის პრეზიდენტი.
  7. მერი რობინსონი, ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისარი.
  8. ერნესტო სედილიო, მექსიკის ყოფილი პრეზიდენტი.
  9. ჰინა ჯილანი, ადამიანის უფლებათა დამცველი პაკისტანიდან.

ემერიტუსი უხუცესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დეზმონდ ტუტუ, სამხრეთ აფრიკის ანგლიკანური ეკლესიის ყოფილი ეპისკოპოსი და სიმართლე და შერიგების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში
  2. ჯიმი კარტერი, აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში
  3. ფერნანდუ კარდოზუ, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი
  4. ელა ბჰატი, ინდოეთის თვითდასაქმებულ ქალთა ასოციაციის დამაარსებელი.

ყოფილი უხუცესები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნელსონ მანდელა, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში და სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი, „უხუცესების“ დამაარსებელი.
  2. მუჰამედ იუნუსი, გრამინ ბანკის დამაარსებელი, მიკროკრედიტის პიონერი და ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, უხუცესები დატოვა 2009 წელს.[9]
  3. აუნ სან სუ ჩი, მიანმარის ოპოზიციის ლიდერი
  4. ლი ჟაოქინგი, ჩინეთის ხალხის ყოფილი მინისტრი.

დონორები და გუნდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„უხუცესებს“ კოორდინაციას უწევს ლონდონში არსებული პატარა გუნდი.[10] გუნდს ხელმძღვანელობს დავით ნუსბაუმი, რომელიც აღმასრულებელ დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა.[11]

„უხუცესებს“ დამოუკიდებლად აფინანსებს დონორთა ჯგუფი, რომელიც „უხუცესების“ საკონსულტაციო საბჭოს შემადგენელი წევრებისგან შედგება. „უხუცესები“ ყოველწლიურად აქვეყნებენ ორგანიზაციის შემოსავლისა და ხარჯების ანგარიშს.[12]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 About The Elders. TheElders.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 25 April 2013.
  2. [1] დაარქივებული 21 August 2007 საიტზე Wayback Machine.
  3. Kofi Annan appointed Chair of The Elders. TheElders.org (10 May 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 17 May 2013.
  4. Branson planned Mandela mission to prevent Iraq war დაარქივებული 2015-02-23 საიტზე Wayback Machine. , The Scotsman, 18 December 2004
  5. The Elders press launch in Johannesburg, South Africa. YouTube (18 July 2007). ციტირების თარიღი: 26 April 2011.
  6. www.nytimes.com
  7. theelders.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-24. ციტირების თარიღი: 2017-06-11.
  8. theelders.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-18. ციტირების თარიღი: 2017-06-11.
  9. Muhammad Yunus steps down. TheElders.org (21 September 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 26 April 2013.
  10. The Elders' Team. TheElders.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 25 April 2013.
  11. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-25. ციტირების თარიღი: 2017-06-12.
  12. http://theelders.org/sites/default/files/the-elders-annual-report-2015-final.pdf