მამუკა კიკალეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მამუკა კიკალიშვილი.
მამუკა კიკალეიშვილი
დაბადების თარიღი 10 აგვისტო, 1960
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 3 მაისი, 2000 (39 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა რუსეთი, საქართველო
განათლება შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი
აქტიური 1981-2000
შვილ(ებ)ი ანდრია კიკალეიშვილი

მამუკა კიკალეიშვილი (დ. 10 აგვისტო, 1960, თბილისი — გ. 3 მაისი, 2000, მოსკოვი) — ქართველი მსახიობი.

1981 დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1984 წლამდე მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში და მოსკოვში, საქართველოს საელჩოში. 1984 წლიდან ქართული ფილმის კინოფილმებში მონაწილეობდა.

1988 წელს ბულგარეთში, გაბროვოში გამართულ საერთაშორისო ფესტივლზე მიღებული აქვს პრემია კომედიური როლისათვის.

1994 წელს შედგა დებიუტი რეჟისორის სახით, ლევონ უზუნიანთან ერთად დადგმული „ზნედაცემული ანგელოზი“.

უკანასკნელ წლებში მუშაობდა რუსეთში საქართველოს საელჩოს ატაშედ, კულტურის განხრით. აპირებდა საკუთარი სატელევიზიო შოუს, „მამუკასთან“, შექმნას (იდეა ჯერ კიდევ ვლად ლისტიევის პერიოდში დაიბადა), გადაღებული იქნა რამდენიმე გადაცემა. 2000 წლის 26 აპრილს დაკარგა გონება ძილის მომგვრელი საშუალების ზედმეტი დოზის გამოყენებით. გარდაიცვალა 3 მაისს, მოსკოვში. დასაფლავებულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმების დამდგმელი რეჟისორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნათამაშები როლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჯანიშვილის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1988: საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია, საუკეთესო კომიკოსი მსახიობი (გაბროვო, ბულგარეთი)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]