თეიმურაზ კვანტალიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კვანტალიანი.
თეიმურაზ კვანტალიანი
დაბადების თარიღი 17 აგვისტო, 1953 (1953-08-17) (70 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი

თეიმურაზ კვანტალიანი (დ. 17 აგვისტო, 1953, თბილისი) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი.

1974-1978 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1990 წელს დაამთავრა სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსები მოსკოვში (ნ. მიხალკოვისა და ვ. გრამატიკოვის სახელოსნო).

1990-1991 წლებში იყო საქართველოს ტელე-რაიდიო დეპარტამენტის გენერალური დირექტორი. 1992-2001 წლებში მოღვაწეობდა ლიეტუვაში. დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორია ფილმებისა: „მიცვალებულთა კუნძული“ (2003), „თამაში“ (1990), „ბიძინა“ (1987). გადაღებულია ფილმებში: „თვალი პატიოსანი“ (შ. მანაგაძე, 1976), „ბეღურების გადაფრენა“ (თ. ბაბლუანი, 1980), „უძინართა მზე“ (თ. ბაბლუანი, 1992).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]