ელგუჯა ბურდული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ელგუჯა ბურდული
Udzinarta mze kadr.jpg
ფილმში „უძინართა მზე“
დაბ. სახელი ელგუჯა ბურდული
დაბ. თარიღი 1 აპრილი, 1941 (1941-04-01) (78 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1984-დღემდე (მსახიობი)
შვილ(ებ)ი

ელგუჯა (გუჯა) ბურდული (დ. 1 აპრილი, 1941, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა კინომსახიობი. ცნობილია მთავარი როლით თეიმურაზ ბაბლუანის ფილმიდან „უძინართა მზე“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი დაიბადა თბილისში 1941 წლის 1 აპრილს. მან ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში საღამოს განყოფილებაზე და 1969 წლამდე სწავლობდა სამშენობლო ფაკულტეტზე. ის იყო მაშველი თბილისის ზღვაზე (1958–1969), საქართველოს სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი (1961–1964), აგს ოპერატორი (1964–1984). 1974 წლიდან აქტიურად იწყებს კინოროლების თამაშს, 1984 წლიდან კი ხდება კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი.

„საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისთავის“ აღნიშვნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის დაჯილდოებულია საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელით (2000). არის საქართველოს და რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის „ნიკა“ -ს წევრი. ელგუჯა ბურდულს ჰყავს სამი შვილი:

  • ლადო (დ. 1964), ქართული ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი;
  • მაკა (დ. 1965), მსახიობი და კინოდოკუმენტალისტი;
  • ბაკური (დ. 1975), როკ-მუსიკოსი.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]