სემიოტიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სემიოტიკა (ბერძნულად sēmeiotikon < sēmeion – ნიშანი), ს ე მ ი ო ლ ო გ ი ა, დისციპლინა, რომელიც იკვლევს ნიშანთა სისტემების ფუნქციონირების ზოგად კანონზომიერებას. მისი შესწავლის ობიექტია ყოველნაირი ტიპის ნიშნები (დაწყებული სიგნალიზაციის უმარტივესი სისტემებიდან ბუნებრივი ენებისა და მეცნიერულად ფორმალიზებული ენების ჩათვლით).
სემიოტიკა ნიშნებს იკვლევს ფორმის, შინაარსისა და გამოყენების მხრივ. შესაბამისად ამისა, სემიოტიკაში გამოიყოფა სამი დარგი:

1. სინტაქტიკა
2. სემანტიკა
3. პრაგმატიკა

სინტაქტიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სინტაქტიკა.

სინტაქტიკა სწავლობს ნიშნების ფორმალურ სტრუქტურას შინაარსისგან დამოუკიდებლად.

სემანტიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სემანტიკა.

სემანტიკა შეისწავლის ნიშნებს შინაარსის მხრივ:

ა) საზრისს, რომელსაც ისინი (ეს ნიშნები) გამოსახავენ.
ბ) ობიექტებს, რომელსაც ისინი (ნიშნები) აღნიშნავენ.

პრაგმატიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : პრაგმატიკა.

პრაგმატიკა სწავლობს ნიშნების პრაქტიკულ გამოყენებას, ე. ი. იმას თუ ვინ, როგორ და რა მიზნით მოიხმარს მათ.

ისტორია[რედაქტირება]

სემიოტიკა წარმოიშვა და განვითარდა XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის პირველ ნახევარში. მის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მათემატიკური ლოგიკის, ემპირიული ფსიქოლოგიის, კიბერნეტიკის, მათემატიკური ლინგვისტიკის განვითარდებამ.
სემიოტიკის ძირითადი პრინციპები პირველად ჩ. პირსმა ჩამოაყალიბა, ხოლო შემდგომ განავითარეს და დაამუშავეს ლვოვ-ვარშავის სკოლის წარმომადგენლებმა და ჩ. მორისმა. სწორედ ჩ. მორისმა დაყო სემიოტიკა 3 ნაწილად: სინტაქტიკად, სემანტიკად და პრაგმატიკად.
სემიოტიკის ჩამოაყალიბება ერთიან დამოუკიდებელ სამეცნიერო მიმართულებად, პირველ რიგში, დაკავშირებულია ხელოვნური ფორმალური ენების პრობლემატიკასთან (ლოგიკა, მათემატიკური აღრიცხვა, მათემატიკური ლინგვისტიკის წარმომქმნელი გრამატ. დარგები, საინფორმაციო საძიებო ენები, დაპროგრამების ენები, აგრეთვე ის ენები, რომელთაც რეგულარული სინტაქსი აქვთ).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტომი 9-ე, სემეურვეო-ტიხტიხი. თბილისი: მთავარი სამეცნიერო რედაქცია, 1985. გვერდი 282/2