ამერიკის გეოგრაფთა ასოციაცია
ამერიკის გეოგრაფთა ასოციაცია | |
---|---|
აბრევიატურა | AAG |
შეიქმნა | 1904 წელი |
ტიპი | ორგანიზაცია და სწავლული საზოგადოება |
შტაბ-ბინა | ვაშინგტონი, აშშ |
წევრები | 10 000 |
ქვეყანა | აშშ |
კავშირები | American Council of Learned Societies[1] და Consortium of Social Science Associations[2] |
www.aag.org |
ამერიკის გეოგრაფთა ასოციაცია (ინგლ. Association of American Geographers; AAG) — არაკომერციული და საგანმანათლებლო საზოგადოება, რომელიც დაარსდა 1904 წლის 29 დეკემბერს აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში. შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ვაშინგტონში.[3] 1903 წლის ივნისში ამერიკელი გეოგრაფი უილიამ მორის დეივისი ქალაქ სენტ-ლუისში გამოვიდა მოხსენებით აშშ-ის მეცნიერული გეოგრაფიის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე გამოვიდა წინადადებით ამერიკელ გეოგრაფთა გაერთიანების შექმნის შესახებ.
1948 წელს ასოციაცია შეუერთდა ამერიკის პროფესიონალ გეოგრაფთა საზოგადოებას.[4] ამერიკის გეოგრაფთა ასოციაცია აერთიანებს გეოგრაფებს აშშ-იდან და სხვა ქვეყნებიდან. ამჟამად ასოციაცია მსოფლიოს 60 ქვეყნიდან აერთიანებს 10 ათასზე მეტ ადამიანს. წარმოადგენს ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გეოგრაფიულ ასოციაციას.
ამერიკის გეოგრაფთა ასოციაციას აქვს 60-ზე მეტი სპეციალური ჯგუფი, რომლებიც წარმოადგენენ ასოციაციის წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას და რომლებიც იყოფენ ინტერესებს რეგიონებისა და თემატიკის მიხედვით, ესენია: კარტოგრაფია, კულტურული და პოლიტიკური ეკოლოგია, კულტურის გეოგრაფია, ეკონომიკური ეოგრაფია, პოლიტიკური გეოგრაფია და სხვა. ამერიკის გეოგრაფთა ასოციაცია გამოსცემს ჟურნალებს, მათ შორის: The Annals of the Association of American Geographers-სა (1911 წლიდან) და The Professional Geographer-ს (1949 წლიდან).
აგა-ის პრეზიდენტების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://web.archive.org/web/20240116104008/https://www.acls.org/acls-member-societies/
- ↑ https://www.cossa.org/members/
- ↑ Encyclopedia of Geography Terms, Themes, and Concepts By Reuel R. Hanks. ISBN 978-1-59884-294-4
- ↑ Geography and Technology By Stanley D. Brunn, Susan L. Cutter, James W. Harrington. ISBN 978-1402018572
|