ტოფიკ რაშიდ ოღლუ იაგუბლუ
ტოფიკ იაგუბლუ | |
---|---|
აზერ. Tofiq Yaqublu | |
დაბადების თარიღი | 5 თებერვალი, 1961 (61 წლის) |
დაბადების ადგილი | ზემო ბოლნისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
განათლება | აზერბაიჯანის თანამშრომლობის უნივერსიტეტი |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
პარტია | მუსავათი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
მეუღლე/ები | მაია იაგუბლუ |
შვილ(ებ)ი | 3 |
ტოფიკ რაშიდ ოღლუ იაგუბლუ (აზერბ. Tofiq Rəşid oğlu Yaqublu; დ. 6 თებერვალი, 1961) — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი. სკკპ წევრი (1989 წლამდე), მოგვიანებით პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილე (2010—2018 წლებში), დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს საკოორდინაციო ცენტრის წევრი. ყარაბაღის ომის მონაწილე.[1]
პოლიტიკოსი არაერთხელ იყო დაკავებული დააპატიმრებული, Amnesty International-მა ტოფიკ იაგუბლუ სინდისის პატიმარად აღიარა. [2][3]
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტოფიკ იაგუბლუ დაიბადა 1961 წლის 6 თებერვალს საქართველოს სსრ-ის ტერიტორიაზე მდებარე აზერბაიჯანულ სოფელ ინჯაოღლუში (ახლანდელი ზემო ბოლნისი). 1989 წელს შეიტანა განცხადება საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრობიდან გასვლის შესახებ . მან მონაწილეობა მიიღო ყარაბაღის ომში, ორჯერ იყო წარდგენილი აზერბაიჯანის ეროვნული გმირის წოდებაზე, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ მიენიჭა. 2012 წელს ინტერნეტ გაზეთმა Yeni Musavat-მა დაიწყო ტოფიკ იაგუბლუს დღიურის გამოქვეყნება, რომელიც ეხებოდა ყარაბაღის ომის თემას. [4]
პოლიტიკური საქმიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992 წელს ტოფიკ იაგუბლუ გაწევრიანდა პარტია „მუსავათის“ რიგებში. აბულფაზ ელჩიბეის პრეზიდენტობის დროს, იგი გახლდათ ბინაგადინის რაიონის ბაქოს აღმასრულებელი ფილიალის პირველი მოადგილე.
1998 წელს, მასობრივ აქციებში მონაწილეობისთვის, იაგუბლუს მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.
2013 წლის 4 თებერვალს, აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურ ქმედებებში მონაწილეობისთვის, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2016 წლის 17 მარტს პოლიტიკოსი შეიწყალეს პრეზიდენტის განკარგულებით.
2014 წელს, შეკინსკის მძიმე დანაშაულებათა სასამართლომ იაგუბლუს მიუსაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ოფიციალურად მასობრივი ძალადობის წახალისების გამო.
2019 წლის ოქტომბერში, იაგუბლუ დააკავეს 30 დღით, ოფიციალურად, მშვიდობიანი პროტესტის დროს პოლიციის ბრძანებების შეუსრულებლობის გამო.
2020 წლის 3 სექტემბერს, ბაქოს ნიზამინსკის საოლქო სასამართლომ იაგუბლუს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლით და სამი თვით, ოფიციალურად საგზაო წესების დარღვევისა და ხულიგნობის გამო. 2 სექტემბერს, იაგუბლუმ სასამართლო დაადანაშაულა ბრალდებების ფაბრიკაციაში და მისი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებაში. პროტესტის ნიშნად, მან დაიწყო შიმშილი. 12 სექტემბერს, იაგუბლუ საგამოძიებო იზოლატორიდან გადაიყვანეს ქალაქის საავადმყოფო «City Hospital»-ში. შიმშილობის დაწყებიდან 17 დღის შემდეგ, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეცვალა შინაპატიმრობით. შედეგად, იაგუბლუმ შეწყვიტა შიმშილობა, დატოვა საავადმყოფო და სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ წავიდა სახლში. [5]
2021 წლის 3 დეკემბერს, აზერბაიჯანის პოლიციამ ძალადობრივად დაარღვია მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ბაქოს ცენტრში, დააკავა ათობით მომიტინგე, მათ შორის იაგუბლუ, რომელმაც განაცხადა რომ პოლიციამ სასტიკად სცემა ვიდეო გადაღების დროს და მოსთხოვა შეეწყვიტა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის კრიტიკა. Human Rights Watch-ის განცხადებით, პოლიტიკოსი სცემეს პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი, ბაქოს გარეუბანში გადაიყვანეს და გადააგდეს ქალაქის ცენტრიდან 70 კილომეტრში. მის სახეზე და სხეულზე ძალადობის აშკარა ნიშნები იყო.
2021 წლის 15 დეკემბერს Amnesty International-მა განაცხადა, რომ იაგუბლუ ხელახლა დააკავეს და მისი დაკავება შეაფასა, როგორც თავდასხმა აზერბაიჯანის მთავრობის კრიტიკოსებზე და ადამიაანის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.[6][7][8][9]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტოფიკ იაგუბლუ დაოჯახებულია. წყვილს ვაჟი და ორი ქალიშვილი შეეძინა. 2012-2013 წლებში იაგუბლუს ქალიშვილი, ნიგარ გაზიც დააპატიმრეს. 2015 წელს, სანამ იაგუბლუ ციხეში იყო, მისი მეორე ქალიშვილი ნარგიზი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა.[10]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Tofiq Yaqublu başqan olmaq istəyir" (აზერბ.) Novator. September 17, 2019. Retrieved September 3, 2020.
- ↑ "Азербайджан: Потребуйте освободить оппозиционера Тофига Ягублу" (რუს.). Amnesty International. March 25, 2020. Retrieved September 3, 2020.
- ↑ "Defence points to political context of Yagublu's arrest". Caucasian Knot. April 21, 2020. Retrieved September 4, 2020.
- ↑ "Yeni Müsavat" Tofiq Yaqublunun döyüş gündəli̇yi̇ni̇n dərci̇nə başladi" დაარქივებული 2022-05-12 საიტზე Wayback Machine. (აზერბ.) Yeni Müsavat. November 12, 2012. Retrieved September 3, 2020.
- ↑ "Tofig Yagublu Sentenced to Four Years Three Months". Turan Information Agency. September 3, 2020. Retrieved September 4, 2020.
- ↑ "Azerbaijani opposition leader Tofig Yagublu on hunger strike". OC Media. September 2, 2020. Retrieved September 4, 2020.
- ↑ "Human Rights Watch: Tofiq Yaqublu həbsdən azad edilməlidir".[მკვდარი ბმული] Amerikanın Səsi (აზრბ). Voice of America. May 21, 2020. Retrieved September 4, 2020.
- ↑ "Azerbaijan: Opposition Leader Beaten in Custody"[მკვდარი ბმული]. Human Rights Watch. 3 December 2021. Retrieved 9 December 2021.
- ↑ "Azerbaijan: Stop crackdown on opposition politicians". Amnesty International. 2021-12-15. Retrieved 2021-12-16.
- ↑ "Nərgiz Yaqublu vəfat edib". BBC Azerbaijani (აზერბ.) British Broadcasting Corporation. April 23, 2015. Retrieved September 4, 2020.