ტალღური ვექტორი
ფიზიკაში ტალღური ვექტორი — ტალღის მახასიათებელი ვექტორი. მისი სიგრძე წარმოადგენს ტალღის ტალღურ რიცხვს (ეს უკანასკნელი კი ტალღის სიგრძის უკუპროპორციული სიდიდეა), ხოლო მისი მიმართულება უმეტესად ტალღის გავრცელების მიმართულებას ემთხვევა (ამ წესიდან არსებობს გამონაკლისებიც).
ფიზიკური განმარტება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გავრცელებადი ტალღა აღიწერება განტოლებით
სადაც:
- x არის მდებარეობა სივრცეში;
- t არის დრო;
- (x და t-ს ფუნქცია) არის ტალღის მიერ შეშფოთებული რაიმე ფიზიკური სიდიდე (მაგალითად ბგერითი ტალღისთვის შეიძლება იყოს ჰაერის წნევა;
- A არის ტალღის ამპლიტუდა;
- არის საწყისი ფაზა;
- არის ტალღის კუთხური სიხშირე;
- არის ტალღური რიცხვი, რომელიც ტალღის სიგრძესთან დაკავშირებულია როგორც .
ასეთი განტოლებით მოცემული ტალღა ვრცელდება +x მიმართულებით და მისი გავრცელების ფაზური სიჩქარე არის .
ამ ფორმულის განზოგადებას სამ განზომილებაში აქვს შემდეგი სახე:
სადაც:
- r არის მდებარეობა სამგანზომილებიან სივრცეში;
- აღნიშნავს სკალარული ნამრავლის ოპერაციას;
- k არის ტალღური ვექტორი.
ეს ფორმულა აღწერს ბრტყელ ტალღას. ტაკღური ვექტორის სიდიდე არის კუთხური ტალღური რიცხვი ზემოთ განხილული ერთგანზომილებიანი შემთხვევის ანალოგიურად . ტალღური ვექტორის მიმრთულება როგორც წესი ემთხვევა ბრტყელი ტალღის გავრცელების მიმართულებას, თუმცა ეს დამთხვევა შეიძლება ზუსტი არ იყოს ანაიზოტროპულ გარემოში.