ტალღური ვექტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფიზიკაში ტალღური ვექტორი — ტალღის მახასიათებელი ვექტორი. მისი სიგრძე წარმოადგენს ტალღის ტალღურ რიცხვს (ეს უკანასკნელი კი ტალღის სიგრძის უკუპროპორციული სიდიდეა), ხოლო მისი მიმართულება უმეტესად ტალღის გავრცელების მიმართულებას ემთხვევა (ამ წესიდან არსებობს გამონაკლისებიც).

ფიზიკური განმარტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელებადი ტალღა აღიწერება განტოლებით

სადაც:

ასეთი განტოლებით მოცემული ტალღა ვრცელდება +x მიმართულებით და მისი გავრცელების ფაზური სიჩქარე არის .

ამ ფორმულის განზოგადებას სამ განზომილებაში აქვს შემდეგი სახე:

სადაც:

  • r არის მდებარეობა სამგანზომილებიან სივრცეში;
  • აღნიშნავს სკალარული ნამრავლის ოპერაციას;
  • k არის ტალღური ვექტორი.

ეს ფორმულა აღწერს ბრტყელ ტალღას. ტაკღური ვექტორის სიდიდე არის კუთხური ტალღური რიცხვი ზემოთ განხილული ერთგანზომილებიანი შემთხვევის ანალოგიურად . ტალღური ვექტორის მიმრთულება როგორც წესი ემთხვევა ბრტყელი ტალღის გავრცელების მიმართულებას, თუმცა ეს დამთხვევა შეიძლება ზუსტი არ იყოს ანაიზოტროპულ გარემოში.