შინაარსზე გადასვლა

ტალღური რიცხვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტალღური რიცხვი — ფიზიკური სიდიდე, რომელიც λ ტალღის სიგრძესთან დაკავშირებულია k=2π/λ თანაფარდობით (ტალღათა რიცხვი 2π სიგრძეზე).

სპექტროსკოპიაში ტალღურ რიცხვს უწოდებენ ტალღის სიგრძის შებრუნებულ სიდიდეს (1/λ). შესაბამისად SI სისტემაში ტალღური რიცხვის ერთეული არის (მ−1).

ტალღურ განტოლებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელექტრომაგნიტური ტალღისთვის

k≡2πλ=2πνvp=ωvp=Eℏc,

სადაც ν არის ტალღის სიხშირე, vp — ფაზური სიჩქარე, ω — კუთხური სიხშირე, E — ტალღის ენერგია, ħ — პლანკის მუდმივა, ხოლო c — სინათლის სიჩქარე ვაკუუმში.