ტაგანროგის ალექსანდრე ნეველის იერუსალიმის მამათა მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტაგანროგის ალექსანდრე ნეველის იერუსალიმის მამათა მონასტერი
Aleksandro-Nevskiy Greek Jerusalem monastery Taganrog.jpg
ტაგანროგის ალექსანდრე ნეველის იერუსალიმის მამათა მონასტერი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1813

ტაგანროგის ალექსანდრე ნეველის იერუსალიმის მამათა მონასტერი (რუს. Александро-Невский Иерусалимский греческий мужской монастырь) — ყოფილი მართლმადიდებლური მამათა მონასტერი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობდა ალექსანდროვსკის ქუჩისა (ადრე იერუსალიმის) და ლერმონტოვის შესახვევის გადაკვეთაზე. დაანგრიეს 1920-იან წლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის დამაარსებელი გახდა ყოფილი ბერძენი მეკობრე და მეცენატი ივანე ანდრეის ძე ვარვაცი (იოანის ვარვაკისი) (1745-1825 წწ.). თავდაპირველად რუსეთში ვარვაკისი დასახლვა ასტრახანში, აქ იგი დაკავებული იყო ხიზილალის ვაჭრობით. 1789 წელს ვარვაცი მიიღეს რუსეთის მუდმივ ქვეშევრდომად. თავისი ენერგია მან ოახმარა ვაჭრობასა და ქველმოქმედებას, რის წყალობითაც გახდა მილიონერი. 1809 წელს იგი წარმართავდა მოლაპარაკებას ტაგანროგის ქალაქის სზოგადოებასთან ალექსანდრე ნეველის ეკლესიის მშენებლობის შესახებ ბერძნების იერუსალიმის მონასტერში. 1813 წელს იგი საცხოვრებლად გადავიდა ტაგანროგში.

ეკლესიის ასაშენებლად 1809 წელს ვარვაციმ იყიდა მიწის ნაკვეთი ტაგანროგში, სადაც ქალაქის ბერნძნული დიასპორისათვის ააშენა ეკლესია. ამ პერიოდში მოქმედი კონსტანტინესა და ელენეს ეკლესია საკმაოდ მოძველდა. ეკლესიის დასაპროექტებლად და ბიზანტიურ სტილში ეკლესიის ასაშენებლად ათენიდან მოიხმეს ბერძენი არქიტექტორი.

ეკლესიის მშენებლობის დასასრულისთვის ვარვაციმ გადაწყვიტა ეკლესიასთან დაეარსებინა მონასტერი. აგებული ტაძრის მთავარი საკურთხეველი აკურთხეს წმინდა სამების სახელზე, ნავები კი ალექსანდრე ნეველისა და იოანე ოქროპირის სახელზე.

ვარვაცი გეგმავდა ეკლესია დაექვემდებარებინა იერუსალიმის საპატრიარქოსათვის, ისევე როგორც მოსკოვის ნიკოლაევის მონასტერი ექვემდებარებოდა ათონის ივერიის მონასტერს. ეკელსიაში ღვთისმსახურება უნდა წარმართულიყო ბერძნულ ენაზე ტაგანროგში მცხოვრები ბერძნებისათვის.

შენობა წარმოადგენდა ბიზანტიურ სტილში აგებული მონასტრების შესანიშნავ ხუროთმოძღვრულ ნიმუშს. მოგვიანებით ვარვაცის შესახვევის მხრიდან მიაშენეს ეკლესია კოზმასა და დამიანეს სახელზე.

ვარვაციმ მონასტრის დაარსების შესახებ მიმოწერა გამართა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-თან და იერუსალიმის პატრიარქ პოლიკარპესთან. საბოლოოდ, 1814 წლის 30 აგვისტოს მიიღო თანხმობა ალექსანდრე ნეველის იერუსალიმის მონასტრის დაარსების შესახებ. ვარვაციმ ასევე თავის თავზე აიღო მონასტრის შენახვა. მონასტერი, მოსკოვის ნიკოლაევსკის მონასტრის მსგავსად ექვემდებარებოდა ათონის ივერთა მონასტერს. მონასტერში უნდა გამოეგზავნათ ბერძენი არქიმანდრიტი ღვთისმსახურების აღსავლენად.

1825 წელს ეკლესია მოილოცა იმპერატორმა ალექსანდრე I-მა და დედოფალმა ელისაბედ ალექსის ასულმა. აქვე 1825 წლის 2-დან 29 აპრილამდე ესვენა ბალზამირებული გარდაცვლილი იმპერატორის სხეული. მოგვიანებით ამ ადგილზე დაკიდეს სამახსოვრო ფილა და ალექსანვრე ნეველის ხატი, რომელიც 1826 წელს იმპერატრიცა ელისაბედ ალექსის ასულმა შესწირა. მანვე შესწირა ეკლესიას ვერცხლის ჭურჭელი. 1831 წელს მონასტრის წინ აღმართეს ალექსანდრე I-ის ძეგლი. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ძეგლი დაანგრიეს, მაგრამ 1998 წელს აღადგინეს.

1848 წელს მონასტრის სახლის მეორე სართულზე წმინდა სინოდის 1848 წლის 12 აგვისტოს გავაწყვეტილებით განათავსეს კოზმასა და დამიანეს ეკლესია.

1855 წელს ყირიმის ომის პერიოდში მონასტერი დაზიანდა. თავის დროზე იერუსალიმის მონასტერი იყო არამარტო ბერძნების, არამედ რუსების სულიერი ცხოვრების ცენტრი.

1923 წელს ეკლესია დახურეს. 1826 წელს სურდათ მასში მუზეუმი გაეხსნათ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიხედვით ეკლესია დაანგრიეს და მის ადგილზე ააგეს ოთხსართულიანი სახლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Филевский П. П., История города Таганрога, Таганрог: изд-во "Сфинкс, " 1996 (репринт Москва: Типо-лит. К. Ө. Александрова, 1898), 151, 172, 273—277.
  • Гаврюшкин О. П., "Греческий Святой Троицы (Иерусалимский) монастырь, " Энциклопедия Таганрога, Таганрог: "Антон, " 1998, 237.
  • Поцешковская И. В., «Композиционное формирование ансамбля Иерусалимской площади в г. Таганроге в первой половине XIX века».
  • Энциклопедия Таганрога. Гл. ред. В. И. Тимошенко; Изд.: Антон, 1998. ISBN: 588040174

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]