ვედრება (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვედრება
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორი თენგიზ აბულაძე
კომპოზიტორი ნოდარ გაბუნია
ხმის ოპერატორი მიხეილ ნიჟარაძე
ოპერატორი ალექსანდრე ანტიპენკო
მონტაჟი ლუსია ვარტიკიანი
მხატვარი რევაზ მირზაშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1967
ხანგრძლივობა 72 წთ.
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული

ვედრება — კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1967 წელს გადაღებული ტრილოგიის პირველი მხატვრული ფილმი. მეორე, „ნატვრის ხე“, 1976 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მესამე კი „მონანიება“. დამდგმელი რეჟისორი: თენგიზ აბულაძე. სცენარის ავტორები: ანზორ სალუქვაძე, რეზო კვესელავა, თენგიზ აბულაძე. ოპერატორი: ალექსანდრე ანტიპენკო. მხატვრარი: რევაზ მირზაშვილი. კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხევსურმა ალუდა ქეთელაურმა ორთაბრძოლაში ქისტი მუცალი მოკლა, მაგრამ მტრის ვაჟკაცობით მოხიბლულმა მისი ღირსება დაინდო და მარჯვენა არ მოკვეთა. ალუდა ადათის დარღვევისთვის თემიდან გააძევეს... ქისტმა ჯოყოლამ მთაში ნადირობისას ხევსური ზვიადაური გაიცნო, უმასპინძლა, ღამე გაათევინა, მაგრამ ქისტებმა მოსისხლე მტერი იცნეს, ჯოყოლას სტუმარი წაართვეს და ქისტის საფლავს ზედ დააკლეს. ჯოყოლამ ზვიადაურის დაცვა ვერ შეძლო, შეურაცხყოფა ვერ აიტანა და თავი მტერს შეაკლა.[1].

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი გმირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თენგიზ აბულაძის ფილმებს არასდროს ეტყობოდა, რომ რეჟისორი უხარისხო საბჭოთა ფირზე იღებდა. 1967 წელს, როცა ეკრანებზე მისი ახალი ფილმი „ვედრება“ გამოვიდა, ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების ამ ეკრანიზაციით უკმაყოფილო კრიტიკოსებიც კი აღნიშნავდნენ, რომ თენგიზ აბულაძემ „შექმნა რაღაც მაგიური გამოსახულება, სურათი, რომელმაც ვაჟას ენა კინოს ენად აქცია“. მაგრამ უკმაყოფილო მაინც ბევრი დარჩა, განსაკუთრებით საბჭოთა კინოს იდეოლოგებს შორის.

ნანა ჯანელიძე იხსენებს: „მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ ფილმი გადაეღო კარგ ფირზე, „კოდაკზე“ და ეს დარჩა ოცნებად... გული გაუსკდა, როცა კანში ნახა საბჭოთა ფირზე გადაღებული ფილმი“.

„ვაჟას გენიალურობა მისი განსაკუთრებულობაა“, უთქვამს თენგიზ აბულაძისთვის ერთხელ ვაჟა ფშაველას სპეციალისტს გრიგოლ კიკნაძეს, რომელსაც აბულაძე თავის მასწავლებლად მიიჩნევდა. პირველად „ვედრება“ სწორედ ამ ადამიანს უჩვენეს: „ეს რომ ნახა გრიშა კიკნაძემ, რომელიც იყო ვაჟას კაბინეტის ჩამომყალიბებელი და ვაჟას ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, ― თენგიზმა უჩვენა, ― თენგიზი სახლში გაბრწყინებული მოვიდა, ბატონ გრიშას უთქვამს, ისეთ რაღაცებს შეეხეო შენ ვაჟას შემოქმედებაში, რაც ჩვენც კი, ლიტერატორებს, ჯერ არა გვაქვს დამუშავებულიო... ვაჟას რაღაც შტამპებით უყურებდნენ და უცებ აღმოჩნდა, რომ ეს იყო დიდი ფილოსოფოსი.“

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრან-პრი, სან-რემოს საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, იტალია (1973).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]