შინაარსზე გადასვლა

სუ-7

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუ-7
სუ-7БКЛ მუზეუმში
ფუნქცია გამანადგურებელ-ბომბდამშენი
შემქმნელი სუხოი
პირველი გაფრენა 7 სექტემბერი 1955
წარდგენა 1959
ჩამოწერა 1986
სტატუსი მოხსნილია შეიარაღებიდან
მომხმარებლები საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ სსძ
წარმოების წელი 1957 - 1972
რაოდენობა 1,847
ვარიანტები სუ-17

სუ-7 (ნატოს კლასიფიკაციით Fitter-A ) — საბჭოთა რეაქტიული გამანადგურებელი ისრისებური ფრთით, რომელიც შეიქმნა და დამუშავდა 1950-იან წლებში, საბჭოთა ავიაკონსტრუქტორ პავლე სუხოის საკონსტრუქტორო ბიურო ОКБ-51-ში. სულ გამოშვებული იქნა ყველა მოდიფიკაციის 1848 სუ-7, საიდანაც 691 თვითმფრინავის ექსპორტირება მოხდა 9 ქვეყანაში.

1953 წლის 14 მაისს მიიღეს ბრძანება შეექმნათ ახალი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც იქნებოდა ამერიკული ფ-86-ის ბაზაზე, გაზაფხულზე საბჭოთა ავიაკონსტრუქტორმა პავლე სუხოიმ გამოუშვა პირველი საფრონტო გამანადგურებელი (фронтовой истребитель) სახელწოდებით — ს-1, რომელსაც უახლესი Lyulka AL-7 ტიპის ძრავა ჰქონდა, ეს იყო პირველი საბჭოთა გამანდგურებელი, რომელსაც ძრავა ჰქონდა უკან და ავითარებდა ზებგერით სისწრაფეს.

ს-1-ის პირველი გაფრენა მოხდა 1955 წლის 7 სექტემბერს ა.გ. კოჩეტკოვის მიერ საცდელმა ვერსიამ სისწრაფეში დაამყარა საბჭოთა რეკორდი 2.04 მახი, 1956 წლის აპრილში. ს-1-ს შეწყვილებული ჰქონდა 37 მმ Nudelman N-37 ქვემეხი და 57 მმ უმართავი რაკეტები. მეორე პროტოტიპს ს-2-ს ჰქონდა ძალიან არასაიმედო ძრავა, რის გამოც 1956 წლის 23 ნოემბერს კატასტროფა განიცადა და შეეწირა პილოტი ი.ნ. სოკოლოვი, 1959 წელს კი სუ-7 მიიღეს შეიარაღებაში, თუმცა ხდებოდა მისი ლიმიტირებული გამოყენება.

1958 წლის 31 ივლისს საბჭოთა ტაქტიკურმა ავიაციამ სუხოის მისცა დავალება, რომ შეექმნა მოიერიშე ვერსია, შედეგად კი მიიღეს ს-2-ზე შექმნილი თვითმფრინავი, 1959 წლის ბოლოს სახელად სუ-7-ბ, რომლის სერიულად წარმოება დაიწყეს 1960 წელს.

საბრძოლო გამოყენების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუ-7 მონაწილეობდა ექვსდღიან ომში ეგვიპტის მხარეს და გამომფიტავ ომში. ასევე ინტენსიურად მონაწილეობდა ინდოეთ-პაკისტანის ომის დროს 1971 წელს, ექვსმა ინდურმა სუ-7-ის დივიზიონმა სულ 1500 შემტევი გაფრენა განახორციელა. ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა გამოიჩინეს მაღალი ოპერაციული ტემპი, სულ ომში 14 სუ-7 დაკარგა უმეტესად კი საზენიტო დანადგარებით. კაბინიდან ცუდი ხილვადობის გამო უჭირდა დასაშვებ ადგილას დაშვება განდასკუთრებით კი ცუდ ამინდში. სუ-7-ს ასევე ჰქონდა ექსპერიმენტული მოდიფიკაციები, რომლებსაც ჰქონდა ჯატო ტიპის რაკეტები S-22-4, ამ მოდიფიკაციას სუ-7 ბკლ ერქვა. 1969 წელს გამოვიდა გაუმჯობესებული ვარიანტისუ-17, რომელმაც ჩაანაცვლა სუ-7

პოლონური სუ-7 ბკლ

Su-7B

მოიერიშე მოდიფიკაცია რომელიც იწარმოებოდა 1960-1962 წლამდე

Su-7BM'

ამ მოდიფიკაციას გაძლიერებული ჰქონდა ძრავა ასევე საწვავის მარაგი და შეეძლო გადაეტანა ატომური ბობნბები

Su-7BKL

შეიარაღებული იყო 2 SPRD-110 ჯატოს ტიპის რაკეტით

Su-7BMK

საექსპორტო ვარიანტი Su-7Bს რომელიც გამოდიოდა 1967 წლიდან 1971 წლამდე

Su-7U (ნატოს სახელით მოუჯიკ)

ორ ადგილიანი სასწავლო მოდიფიკაცია Su-7UMK-ს ბაზაზე რომელსაც შემცირებული ჰქონდა საწვავის მარაგი,იწარმოებოდა 1965 წლიდან 1972 წლამდე

Su-7UM

ორ ადგილიანი სასწავლო მოდიფკაცია Su-7BM-ის

Su-7UMK

ორ ადგილიანი სასწავლო მოდიფიკაცია Su-7BMK-ს


  • ჩეხეთი - 60. 1990 წელს მთლიანად ამოიღეს შეიარაღებიდან

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სუ-7&oldid=4674341“-დან