სუ-9

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სუ-9
Su-9.jpg
ფუნქცია გამანადგურებელ-გადამტაცი
შემქმნელი სუხოის საკონსტრუქტორო ბიურო
კონსტრუქტორი სუხოი
პირველი გაფრენა 25 ივნისი, 1956
ექსპლუატაციის დასაწყისი 1959
ჩამოწერა 1970
მომხმარებლები სსრკ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები
ვარიანტები სუ-11

სუ-9 (ნატოს კლასიფიკაციით „Fishpot“) — ერთ ძრავიანი საბჭოთა სარაკეტო ნებისმიერ ამინდში მფრენი გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავი.

განვითარება[რედაქტირება]

სუ-9-ს პროექტი დაიწყო ცაგის აეროდინამიკის კვლევის ინსტიტუტში კორეის ომის დროს. პროექტში ჩადებული იყო რეაქტიული ავიაციის სხვადასხვა ინოვაციური დეტალები. თვითმფრინავის პირველი გაფრენა 1956 წელს განხორციელდა პროტოტიპ T-405-ის სახელით. სუ-9-ის შემუშავება დასრულდა სუ-7 თან ერთად, რომლებიც პირველად იხილეს 1956 წლის 24 ივნისს ტუშინოს ავიაშოუზე სადაც სუ-9მ დაჯაბნა სუ-7ი. სუ-9 შეიარაღებაში მიიღეს 1959 წელს.

ჯამში გამოშვებულია 1,100 სუ-9. არსებობს ვერსია რომ სუ-9 ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზება მოხდა სუ-11-ის დონემდე. სუ-9 ის ექსპორტი არ მომხდარა არც ერთ საბჭოთა კავშირის კლიენტ სახელმწიფოში მათ შორის ვარშავის პაქტის ქვეყნებში. დარჩენილი სუ-9-ები და სუ-11-ები შეიარაღებიდან საბოლოოდ ამოიღეს 1970-იან წლებში. თუმცა ხდებოდა ზოგიერთის საცდელ თვითმფრინავად გამოყენება. სუ-9 ჩანაცვლებულ იქნა მოდერნიზებული სუ-11-ით და უფრო თანამედროვე სუ-15-ით და მიგ-25-ით.

სუ-9-ის საბრძოლო ანგარიში უცნობია. შესაძლებელია ის გამოყენებულ ყოფილიყო სადაზვერვო ფრენებზე თუმცა ფრენების დეტალები გასაიდუმლოებულია.

1962 წლის 4 სექტემბერს მოდერნიზებულმა სუ-9-მ ვლადიმერ ილიუშინის პილოტაჟით დაამყარა მსოფლიო რეკორდი აბსოლუტური სიმაღლის აღებაში 28,852მ (94,658ფ). ნოემბერში ვლადიმერ ილიუშინმა იმავე სუ-9-ით დაამაყარა სიმაღლისა და სისწრაფის რეკორდები.

დიზაინი[რედაქტირება]

სუ-9-ის ფიუზელაჟი და კუდის დიზანი მსგავსია სუ-7-ისა. განსხვავება არის მხოლოდ მის ფრთებში. მან სუხოისგან მიიღო აეროდინამიკური მუხლუჭი კორპუსის კიდეში ისევე როგორც სუ-7-მა ტურბორეაქტიული ძრავა ლიულკა ალ-7. თვითმფრინავის ცხვირის შემწოვ კონუსზე შესაძლებელია ასევე რადარის დაყენება. სუ-9-ის კონსტრუქცია დაფუძნებულია ადრეულ თვითმფრინავ ტ-9-ზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სუ-9&oldid=2945594“-დან