სუფიანის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუფიანის ბრძოლა
ირან-ოსმალეთის ომების (1603—1618) ნაწილი
თარიღი 6 ნოემბერი, 1605
მდებარეობა სუფიანი
შედეგი სეფიანების გამარჯვება
მხარეები
სეფიანთა იმპერია ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
აბას I (ირანი) ჯიგალაზადე იუსუფ სინან-ფაშა
ძალები
60 000 100,000
დანაკარგები
თითქმის დანაკარგების გარეშე 20 000

სუფიანის ბრძოლა— ბრძოლა, რომელიც გაიმართა 1605 წლის 6 ნოემბერს თავრიზის მახლობლად მდებარე სალმასის ოლქის სოფელ სუფიანში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა ოსმალეთის იმპერიასა და სეფიანთა სახელმწიფოს შორის 1603-1618 წლების ომის დროს. იგი დასრულდა ოსმალეთის ჯარების სრული დამარცხებით და აზერბაიჯანის და შემდგომში მთელი ამიერკავკასიის ოსმალეთის მმართველობისგან განთავისუფლებით.[1]

წინაისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1590 წლის მარტში ოსმალეთის იმპერიასა და სეფიანთა მმართველებს შორის დაიდო კონსტანტინოპოლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც სეფიანებმა დაკარგეს ამიერკავკასია. 1590 წლის ომში დამარცხების მიუხედავად, შაჰ აბას I -მა, ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, დაიწყო  ჯარის გაძლიერება. ისარგებლა იმით, რომ ოსმალეთის იმპერია ჩართული იყო ჰაბსბურგებთან ხანგრძლივ ომში, იგი შეუდგა დაიწყო ჯარის ენერგიულ რეფორმირებას. ჩამოყალიბდა: შაჰის ყურჩის (კავალერიის) მცველთა კორპუსი, შაჰსევანთა კავალერია (ყიზილბაშებიდან), მუშკეტერთა პოლკები (ტუფენგჩი), შაჰის ღულამები.  ჯარი დაყოფილი იყო სახელმწიფოს რეგიონების მიხედვიათ. დაამარცხა რა შეიბანიდები და იცავდა თავის აღმოსავლეთ საზღვრებს, შაჰ-აბასმა დაიწყო ოსმალეთთან წინა ომის დროს დაკარგული მიწების დაბრუნება. როდესაც 1603 წელს სულთან მეჰმედ III გარდაიცვალა, შაჰ-აბასმა გადაწყვიტა საომარი მოქმედებების განახლება.[2]

1604 წელს ოსმალეთის სარდალი ჯიგალაზადე სინან ფაშა სტამბოლიდან ერზრუმში გაემგზავრა ანატოლიის აჯანყების ჩახშობისა და შაჰ აბასის მიერ ოსმალეთისთვის ციხესიმაგრეებისა და ტერიტორიების დასაბრუნებლად. ცხადია, რომ ამ მიზნებიდან პირველის მიღწევას ის ცდილობდა არა ჯელალების თავდასხმით, არამედ მათი ჯარში გაწვევით. სეფიანთა წინააღმდეგ ლაშქრობა დაიწყო ერივანის გავლით შირვანის მიმართულებით, სადაც მისი ვაჟი მაჰმუდ ფაშა გამგებელი იყო. ისქანდერ-ბექ მუნშის გადმოცემით, შაჰ-აბასმა მოწინააღმდეგის მოლოდინში  ყარსის რეგიონში  გაანადგურა მოსავალი და ააოხრა  ტერიტორია ყარსსა და ერზრუმს შორის, რათა ჯიგალაზადეს მარაგის შევსების საშუალება არ ჰქონოდა. ნოემბრის დასაწყისში ჯიგალაზადეს დაბრუნების მოლოდინში

საომარი მოქმედებების მსვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სუფიანის ბრძოლის გეგმა

ამ კამპანიის გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა 1605 წლის 6 ნოემბერს სუფიანში, თავრიზის მიდამოებში. ამ ბრძოლაში აბასმა გამოავლინა თავისი, როგორც მხედართმთავრის  გამორჩეული ნიჭი. ბრძოლის დაწყებამდე ის არ აპირებდა ფსონის დადებას ერთ გადამწყვეტ ბრძოლაზე.გეგმავდა მტრის ძალების გამოფიტვას ყოველდღიური მცირე შეტაკებებით.

შაჰ აბასი შაჰ თამაზის ტაქტიკას მიჰყვა და თავრიზის გუბერნატორს უბრძანა ოსმალების შეტევის ხაზი დაეცალა მოსახლეობისა და საკვები მარაგისგან.

მისი გეგმა, როგორც ისქანდერ-მუნში წერდა, „შაჰთან დაახლოებული ოფიცრების სიტყვებიდან“ იყო არა ოსმალებზე თავდასხმა, არამედ ჯარის გამოფიტვა.  თუ ჯიგალაზადე თავრიზის ციტადელს ალყაში მოაქცევდა, აპირებდა გადაეკეტა ოსმალთა უკან დასახევი გზები, ზამთრისა და საკვების ნაკლებობის პირობებში, ალყაში მოქცეულებზე   ციხიდან და ზურგიდან ერთდროულად განეხორციელებინა შეტევა. შაჰი არ აპირებდა ბრძოლაში ჩაბმას. თუმცა, სანამ სუფიანს მიაღწევდა, მან, ისქანდერ-მუნში თქმით, თავისი ჯარი საბრძოლო მოქმედებაში მოიყვანა:  თავად ცენტრში განთავსდა,  ავანგარდი, მარცხენა და მარჯვენა ფლანგები — სხვადასხვა სარდლების მეთაურობით განლაგდნენ, ხოლო ალავერდი ხანი  არმიისგან გამოყოფილ ცალკე ესკადრონს ჩაუდგა სათავეში. ყველა მეთაურმა მიიღო ბრძანება უკიდურესი სიფრთხილით ემოქმედათ. როდესაც ჯარები ერთმანეთს სუფიანთან მიუახლოვდნენ 1605 წლის 6 ნოემბერს, ყარჩიხა-ხანი და მისი ხალხი ოსმალების მხედველობის არეში  მოხვდნენ, როცა ისინი ბორცვის მწვერვალს მიადგნენ.  ისქანდერ მუნში აზრით, სწორედ ეს გახდა  ბრძოლის დასაწყისის მიზეზი. გაითვალისწინა რა შაჰის ბრძანება, თავი აერიდებინა მთავარი შეტაკებისთვის, ყარჩიხა-ხანმა უკან დაიხია.  ოსმალეთმა მისი ნაბიჯი სისუსტედ მიიჩნია და მაშინვე შეტევა დაიწყო.

ოსმალეთის მხარე ასევე საუბრობდა ბრძოლის უეცარ და მოულოდნელ დაწყებაზე. იბრაჰიმ ფეჩევი და შემდგომში ქათიბ ჩელები იუწყებოდნენ, რომ როდესაც ოსმალეთის ჯარი თავრიზის ველზე გამოჩნდა, „კარვების გაშლისა და ტაქტიკის განხილვამდეც კი“, ერზერუმის გენერალურმა გუბერნატორმა კოსე საფარ ფაშამ დაარწმუნა სხვა სამხედრო ლიდერები. "სულ თექვსმეტი კაცი გენერალ-გუბერნატორის ტიტულით და ოცი სანჯაყის გამგებელი..." შაჰს დადევნებოდნენ.

სავარაუდოდ, სწორედ ყარჩიხა-ხანის  გამოჩენამ განაპირობა ეს ქმედება. როგორც ქიათიბ ჩელები ამბობდა,  ოსმალების თავდაპირველმა შეტევამ  მტრის რაზმი დაბნეულობაში ჩააგდო და აიძულა ისინი შაჰის ჯარების რიგებში დაბრუნებულიყვნენ.  ისქანდერ-მუნშის  გადმოცემით ( რომელიც სავარაუდოდ, უფრო სანდო იყო) ოსმალთა თავდასხმამ დაბნეულობა გამოიწვია სეფიანთა ავანგარდში, რის შედეგადაც შაჰმა დამატებითი ძალების გაგზავნა გადაწყვიტა.[3]

მას შემდეგ, რაც ბანაკსა და ოსმალეთის ჯარს შორის სეფიანთა ახალი ჯარები გამოჩნდნენ, შეტევაში მონაწილე ოსმალთაგან ძალიან ცოტამ მოახერხა  უკან დაბრუნება. პეჩევის ცნობით, მხოლოდ მეჰმედ ფაშა თექელმა, ჯალალი ყარაქაშ ფაშამ და მეჰმედ ფაშა ყაჯარმა მოახერხეს ბანაკში დაბრუნება. ბრძოლას დამწყები ქოსე საფარ ფაშა ტყვედ ჩავარდა და სიკვდილით დასაჯეს.

მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაჰ-აბასის გამარჯვებას სუფიანთან მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა. ოსმალეთის დამარცხებამ უზრუნველყო დაპყრობილი მიწების დარჩენა სეფიანთა მფლობელობაში და შაჰს საშუალება მისცა 1607 წლისთვის დაებრუნებინა ოსმალეთის მიერ 1578-1590 წლების ომში დაპყრობილი დანარჩენი ტერიტორიები.  ამავე დროს, ომის შემდგომ ოსმალეთისთვის ტრაგიკული მოვლენები განვითარდა: როდესაც ჯიგალაზადე იუსუფ სინან ფაშა, სუფიანიდან დაბრუნებისას, ვანში  ჯანბულადოღლუ ჰუსეინს შეხვდა, ამ უკანასკნელმა ის სიკვდილით დასაჯა კამპანიის წარუმატებლობის გამო. ჯიგალაზადე იუსუფ სინან ფაშას სიკვდილი გახდა მისი ძმისშვილის — ალეპოელი ჯანბულადოღლუ ალის  აჯანყების საბაბი — აჯანყების, რომელიც იმპერიის დაშლას იუწყებოდა.

ოსმალებისთვის სუფიანის ბრძოლა გაცილებით დიდი კატასტროფა იყო, ვიდრე უნგრეთში განვითარებული მოვლენები, სადაც 1593 წელს დაწყებულმა ომმა გამოავლინა ოსმალეთის სამხედრო ნაკლოვანებები  ევროპული იარაღისა და ტაქტიკის წინაშე.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Colin Imber. The Battle of Sufiyan, 1605: A Symptom of Ottoman Military Decline? // Iran and the world in the Safavid age. — London: L. B. Tauris & Co Ltd, 2012. — P. 91—101. — ISBN 978 1 85043 930 1.
  • Farrokh, Kaveh. Iran at War: 1500-1988. — Osprey Publishing, 2011. — 488 p. — ISBN 1846034914

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Roger Savory, «Iran under Safavids», p. 87
  2. William Floor, Edmund Herzig, «Iran and the World in the Safavid Age», p. 91
  3. Tucker, Spencer. "Middle East Conflicts from Ancient Egypt to the 21st Century." p. 8 (under "Abbas the Great")
  4. David Blow, «Shah Abbas. The Ruthless King Who Became an Iranian Legend», p. 82