სულეიმანიეს მეჩეთი
სულეიმანიეს მეჩეთი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°00′58″ ჩ. გ. 28°57′50″ ა. გ. / 41.01611° ჩ. გ. 28.96389° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | ისლამი |
ქვეყანა | თურქეთი |
ადგილმდებარეობა | სტამბოლი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | მიმარ სინანი |
ხუროთმოძღვრული ტიპი | მეჩეთი |
თარიღდება | 1557 |
დეტალები
| |
სიმაღლე (მაქს.) | 53 |
მინარეთი | 4 |
მინარეთის სიმაღლე | 76 |
სულეიმანიეს მეჩეთი (თურქ. Süleymaniye Camii) — ოსმალეთის იმპერიის პერიოდის მეჩეთი სტამბოლში, თურქეთი. მეჩეთის მშენებლობა დაუკვეთა სულთანმა სულეიმან I დიდებულმა და ააგო არქიტექტორმა მიმარ სინანმა. მშენებლობა დაიწყო 1550 წელს და დასრულდა 1557 წელს. მეჩეთის ქიბლას კედლის უკან მდებარეობს სულეიმან დიდებულისა და მისი მეუღლის ჰიურემ სულთნის (როქსელანა) რვაკუთხა მავზოლეუმები. 462 წლის განმავლობაში სულეიმანიეს მეჩეთი იყო ყველაზე დიდი მეჩეთი ქალაქში, სანამ 2019 წელს ჩამლიჯას მეჩეთს ააგებდნენ. სულეიმანიეს მეჩეთი სტამბოლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა და იქიდან იშლება ქალაქის ფართო ხედი ოქროს რქის გარშემო.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სულთანმა სულეიმან დიდებულმა არქიტექტორი მიმარ სინანი შეარჩია, რათა შეჰზადე მეჰმედის ხსოვნისადმი მიძღვნილი მეჩეთი აეგო. სინანის მიერ აგებულმა მეჩეთმა ისეთი შთაბნეჭდილება მოახდინა, სულთანმა არქიტექტორს სთხოვა მეჩეთი მისთვისაც აეგო. მიმარ სინანისათვის შთაგონების წყაროდ აია-სოფია და ბაიაზიდ II-ის მეჩეთი იქცა. მეჩეთის აშენება გადაწყვიტეს თოფქაფის ძველი სასახლის ადგილზე, რომელიც ამ დროისათვის ჯერ კიდევ გამოიყენებოდა.[1]
მეჩეთის ჩრდილოეთ შესასვლელის თავზე არსებული არაბული წარწერა გვაუწყებს, რომ მეჩეთის Mშენებლობა დაუწყიათ 1550 წელს და დაუსრულებიათ 1557 წელს. სინამდვილეში მეჩეთის დაგეგმვა დაიწყო 1550 წლამდე, ხოლო კომპლექსის ნაწილები 1557 წლის შემდეგ დასრულდა. სულეიმანიეს დიზაინი იყო ისეთი, რომ სულთან სულეიმანს წარმოაჩენდა „მეორე სოლომონად“. სულაეიმანიეს მეჩეთი ამტკიცებს სულეიმანის ისტორიულ მნიშვნელობას, მაგრამ გაცილებით პატარაა ვიდრე აია-სოფია.
მეჩეთი დაზიანდა 1660 წლის დიდი ხანძრის შედეგად და აღადგინა სულთანმა მეჰმედ IV-მ. გუმბათის ნაწილი 1766 წლის მიწისძვრის დროს ჩამოინგრა. პირველი მსოფლიო ომის დროს ეზო გამოიყენებოდა იარაღის საწყობად და როდესაც საბრძოლო მასალის ნაწილი აალდა, მეჩეთს კიდევ ერთი ხანძარი გაუჩნდა. 1956 წლამდე იგი სრულად აღადგინეს. მეჩეთს რესტავრაცია ჩაუტარეს 2007-2010 წლებში.[2] მიმდებარე კომპლექსის ნაწილების აღდგენა მომდევნო ათწლეულში გაგრძელდა.
დაკრძალული პირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სულეიმან I (1494–1566)
- ჰიურემ სულთანი (დაახლ. 1502–1558), სულეიმანის მეუღლე
- მიჰრიმაჰ სულთანი (დაახლ. 1522–1578) სულეიმანისა და ჰიურემის შვილი
- აჰმედ II (1642/43–1695)
- რაბია სულთანი (გ. 1712) აჰმედის მეუღლე
- ასიე სულთანი (1694–1695), აჰმედისა და რაბიას შვილი
- სულეიმან II (1642–1691)
- სალიჰა დილაშუბ სულთანი (გ. 1690) სულეიმანის დედა
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Barkan, Ömer Lûtfi (1972–1979). Süleymaniye Cami ve İmareti İnşaatı (1550-1557) (tr). Ankara: Türk Tarih Kurumu Basımevi. OCLC 614354340.
- Faroqhi, Suraiyah (2005). Subjects of the Sultan: Culture and Daily Life in the Ottoman Empire. London: I.B. Tauris. ISBN 1-85043-760-2.
- Kolay, İlknur Aktuğ; Çeli̇k, Serpi̇l (2006). „Ottoman stone acquisition in the mid-sixteenth century: the Süleymani̇ye Complex in Istanbul“. Muqarnas. 23: 251–272. JSTOR 25482444.
- Morkoç, Selen B. (2008). „Reading architecture from the text: the Ottoman story of the four marble columns“. Journal of Near Eastern Studies. 67: 31–47. doi:10.1086/586669. S2CID 161434861.
- Rogers, J.M. (2007). Sinan: Makers of Islamic Civilization. London: I.B. Tauris. ISBN 978-1-84511-096-3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Süleymaniye Külliyesi, Archnet
- Süleymaniye Mosque ve Mimar Sinan
- Suleymaniye Mosque Virtual Walking Tour, Saudi Aramco World.
- Photographs by Dick Osseman
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kuban, Dogan (1987). „Süleymaniye and Sixteenth-century Istanbul“. Journal of the Islamic Environmental Design Research Centre 1-2: 4 – წარმოდგენილია archnet.org-ის მიერ.
- ↑ A.A. Süleymaniye Camii restorasyonunda sona doğru tr. ციტირების თარიღი: 2022-08-24