შინაარსზე გადასვლა

წმინდა ირინეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმინდა ირინეს ეკლესია
წმინდა ირინეს ეკლესია — თურქეთი
წმინდა ირინეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°00′35″ ჩ. გ. 28°58′52″ ა. გ. / 41.00972° ჩ. გ. 28.98111° ა. გ. / 41.00972; 28.98111
რელიგიური კუთვნილება მართლმადიდებლობა
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
პროვინცია სტამბოლი
მუნიციპალიტეტი სულთანაჰმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ბაზილიკა
ხუროთმოძღვრული სტილი ბიზანტიური არქიტექტურა
თარიღდება IV საუკუნე
დეტალები
მასალა აგური, ქვა

წმინდა ირინეს ეკლესია (თურქ. Aya İrini, ბერძ. Αγία Ειρήνη) — კონსტანტინოპოლში შემორჩენილი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ეკლესია. მდებარეობს სტამბოლის ისტორიულ ცენტრში, სულთანაჰმედის რაიონში, თოფქაფის სასახლის პირველ კარიბჭესთან. წმინდა ირინეს ეკლესია წარმოადგენს VI საუკუნის ახლებურ ბაზილიკას ჯვრის სახით. ეკლესიის კარიბჭეში დაცულია იუსტინიანე I-ის დროინდელი მოხატულობა. ეკლესიის შიგნით არის სარკოფაგი, რომელშიც, ლეგენდის თანახმად, კონსტანტინე I დიდის ნეშტია დაკრძალული.

წმინდა ირინეს ეკლესიის საკურთხევლის ჯვარი

პირველი ქრისტიანული ბაზილიკა ამ ადგილზე ააგეს კონსტანტინე I დიდის ბრძანებით IV საუკუნეში ძველი რომაული აფროდიტეს ტაძრის ადგილზე და ქალაქის მთავარი ეკლესია იყო აია-სოფიას აგებამდე. 381 წლის მაის-ივლისში წმინდა ირინეს ეკლესიაში გაიმართა მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება.

346 წელს 3000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს ტაძრის მახლობლად რელიგიური განსხვავებების გამო. 532 წელს, ნიკას აჯანყების დროს, ეკლესია გადაწვეს და აღადგინეს იუსტინიანე I-ს დროს 548 წელს. ეკლესია ძლიერ დაზიანდა 740 წლის მიწისძვრის შედეგად, რის გამოც იგი მთლიანად აღადგინეს. მოზაიკა მოისპო ხატმებრძოლეობის ეპოქაში. კონქში მაცხოვრის ტრადიციული ადგილზე, მოზაიკური ჯვარია გამოსახული.

1453 წელს, ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ეკლესია არ გადაუკეთებიათ მეჩეთად და მის იერსახეში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. ამის დამსახურებით, წმინდა ირინეს ეკლესია ერთადერთი ეკლესიაა ქალაქში, რომელმაც შეინარჩუნა პირვანდელი ატრიუმი (ფართო მაღალი ოთახი ეკლესიის შესასვლელთან).

XV-XVIII საუკუნეების განმავლობაში ტაძარს ოსმალები გამოიყენებდნენ იარაღის საწყობად, ხოლო 1846 წლიდან ტაძარი გადაკეთდა არქეოლოგიურ მუზეუმად. 1869 წელს წმინდა ირინეს ეკლესია გადაკეთდა საიმპერატორო მუზეუმად. რამდენიმე წლის შემდეგ, 1875 წელს, არასაკმარისი სივრცის გამო, მისი ექსპონატები გადაიტანეს კრამიტის პავილიონში. 1908 წელს ეკლესიაში გახსნეს სამხედრო მუზეუმი.[1]

1980 წლიდან ეკლესია არის ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მთავარი ადგილი. XXI საუკუნის დასაწყისიდან წმინდა ირინეს ეკლესია საკონცერტო დარბაზის ფუნქციას ასრულებს. 2021 წლიდან დაკეტილია სანახევროდ, მიმდინარე რესტავრაციის გამო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Museums and Narratives of Display from the late Ottoman Empire to the Turkish Republic, Wendy Shaw, Muqarnas, Vol.XXIV, (Brill, 2007), 256.