მოლუკის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
არქიპელაგის მდებარეობა
მოლუკის არქიპელაგი

მოლუკის კუნძულებიარქიპელაგი ინდონეზიის შემადგენლობაში, მალაის არქიპელაგში. გეოგრაფიულად, არქიპელაგი მდებარეობს კუნძულ სულავესსა და ახალ გვინეას შორის. ამ კუნძულების ისტორიული სახელია „სანელებლების კუნძულები“, როგორც მას ჩინელები და ევროპელები უწოდებდნენ.

კუნძულთა უმრავლესობა მთაგორიანია, აქტიური ვულკანებითა და ნოტიო კლიმატით. საკმაოდ მრავალფეროვანია მცენარეული საფარი.

როგორც ტურისტულ ლიტერატურაში მოიხსენიებენ, არქიპელაგი შედგება 999 კუნძულისაგან. მათი საერთო ფართობია 74 505 კმ³. არქიპელაგის უდიდესი კუნძულებია: ჰალმაჰერა, სერამი, ბურუ, ამბონი, ტერნატე, ტიდორე, არუ, კაი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]