სუდანის სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სუდანის დროშა
სუდანის დროშა
სუდანური კერძები
სუდანური კერძები

სუდანის ცენტრალური ნაწილი გამოირჩევა მრავალფეროვანი კერძებით, რაც გამოწვეულია სხვადასხვა სავაჭრო ურთიერთობებით და  იმ მრავალრიცხოვანი შემოსევებით, რაც ქვეყანამ გაიარა. ვაჭრებმა სირიიდან და სხვა არაბული ქვეყნებიდან სუდანის სამზარეულოს ხმელთაშუაზღვის რეგიონის სამზარეულოების ელფერი შესძინეს. მათი მთავარი წვლილი იყო წითელი წიწაკისა და ისეთი  სანელებლების შეტანა ქვეყანაში, როგორიცაა ნიორი, წიწაკა და მრავალი სხვა.  ასევე გაავრცელეს რამდენიმე ცნობილი ხორცის კერძისა და ცომეულის რეცეპტები,   ქვეყანაში შეიტანეს უამრავი ისეთი ბოსტნეული და ხილი, რომელთა შესახებ სუდანელებმა არც კი იცოდნენ. ასეთმა კულტურულმა ექსპანსიამ და სიახლემ  გავლენა მოახდინა სუდანის მრავალფეროვანი სამზარეულოს წარმოქმნაზე. ადვილადაა შესამჩნევი, რომ სამზარეულო მუდმივად იცვლება რეგიონების მიხედვით. ჩრდილოეთის რეგიონების მოსახლეობის საკვები და კერძები მკვეთრად განსხვავდება სამხრეთის რეგიონების  მოსახლეობის საკვებისაგან, რაც განპირობებულია ქვეყანაზე კულტურათაშორისი გავლენით  მისი მთელი ისტორიის განმავლობაში.[1]

საუზმეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკვებში შედის ელმარარა და უმფითითი, რომლებიც მზადდება ცხვრის ქვეპროდუქტებისგან (ფილტვების, ღვიძლისა და კუჭის ჩათვლით), ხახვი, არაქისის კარაქი და მარილი. მათ ნედლად მიირთმევენ.[2]

სუდანური ლობიოს კერძი
სუდანური ლობიოს კერძი

პოპულარულია  ტა’ამია - ფალაფელის მსგავსი.ნუტისაგან მომზადებული პიურე, ფულ მადამედი, ფასოლიია (ჩასუშული ყავისფერი ან თეთრი ლობიო), ადგილობრივი შაურმა, ჩავარმა (შემწვარი ცხვრის ნაჭრები), დურა (მოხარშული სიმინდი) ძირითადი საკვები პროდუქტია. ადგილობრივ დელიკატესად ითვლება კიბდა (ღვიძლი) და შეა (ნაკვერჩხალზე მომზადებული ხორცი). ტროპიკული ხილი ყველგან ხელმისაწვდომია, ასევე ფინიკი და ლეღვი გავრცელებულია ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში. სასმელებიდან პოპულარულია შავი ან თეთრი ჩაი, ყოველთვის ტკბილი, ხშირად სანელებლებთან ერთდ. საფირმო სასმელია მაგარი თურქული ყავა, ასევე მიირთმევენ ჰიბისკუსის (კარკადეს) ნაყენს.[3]

ალკოჰოლური სასმელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად, სუდანი ერთ – ერთია იმ წამყვანი მუსლიმური ქვეყნებიდან, სადაც ალკოჰოლი ნებადართული იყო. მამაკაცები მიირთმევდნენ ფეტვის ღვინოს, შარბოტი (ალკოჰოლური სასმელი, რომელიც რაფინირებული ფინიკისგან მზადდება) და არაკი. მე -20 საუკუნეში სუდანელებმა ევროპელების გავლენით მოახდინეს და ვისკის და ლუდის დალევა დაიწყეს. 1980-იანი წლების ბოლოდან, სუდანში შარიათის კანონის შემოღების შემდეგ, ალკოჰოლი აკრძალულია. კანონი კრძალავს ალკოჰოლის წარმოებას, მოხმარებას და ყიდვა-გაყიდვას. კანონის დარღვევისათვის მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული -40-ჯერ გამათრახება.[4] ყოფილმა პრეზიდენტმა ჯაფარ ნიმეირმა 1983 წლის სექტემბერში შემოიღო შარიათის კანონი. ეს მოვლენა აღინიშნა სპეციალური ღონისზიებით, რაც მდინარე ნილოსში ალკოჰოლური სასმელების ჩაღვრას ითვალისწინებდა.[2]

არაკი არის ალკოჰოლური ჯინი, რომელსაც ამზადებენ  ფინიკისგან,  სუდანელი ლუდის მწარმოებლები  აგრძელებენ  მის დამზადბას, მიუხედავად შარიათის კანონისა.[4]

ყველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიბნა ბაიდა-თეთრი ყველი[5][6]

სუპები და ნახარშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მულაჰი და ასიდა
მულაჰი და ასიდა

ზოგიერთი ნახარშის, მაგალითად: მულაჰის, ბუსარას, საბაროაგის მომზადებისას იყენებენ ნი’აიმიას (სუდანური სანელებლების ნაზავი) და გამხმარ ბამიას. ყოველდღიური უბრალო ბოსტნეულით მზადდება წვნიანები და ომლეტი, რომელიც არის ჯანსაღი და ნოყიერი, ენერგიითა და არომატით სავსე. ამ წვნიანებს მულაჰს უწოდებენ. შეგიძლიათ მიირთვათ ყაბაყის მულაჰი, "რიგლას" -ისპანახის მულაჰი მირისი-ჩაშუშული ხორცი, რომელიც  მზადდება ცხვრის ქონისაგან, ხახვისა და გამხმარი ბამიასაგან.  შარმოუთ აბიადი მზადდება ჩაშუშული ხორცისაგან, ხოლო კაჯაიკი გამხმარი თევზისაგან. ჩაშუშულ ხორცს რეგულარულად მიირთმევენ სორგოს ფაფასთან ერთად, რომელსაც ასედა ან ასედა დუკუნ-ს უწოდებენ. ზოგჯერ უმატებენ მოლოუხიას (ადგილობრივი მწვანე ბოსტნეული). სუდანის სუპებში შედის კავარი, რომელიც მზადდება პირუტყვის ან ცხვრის ჩლიქებით ბოსტნეულით აგრეთვე  ელმუსალაამია-მზადდება ღვიძლით, ფქვილით, ფინიკითა და სხვადასხვა სანელებლებით.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]