შინაარსზე გადასვლა

ლუსი ჰოკინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუსი ჰოკინგი

ჰოკინგი ნასა-ში, 2008 წელს.
დაბადების სახელი კატერინა ლუსი ჰოკინგი
დაბადების თარიღი 2 ნოემბერი, 1969 (1969-11-02) (54 წლის)
ინგლისი
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა ინგლისის დროშა ინგლისი
საქმიანობა ჟურნალისტი
ნოველისტი
ქველმოქმედი
მეუღლე(ები) ალექს სმიტი (იქ. 1998–2004)
შვილ(ებ)ი 1
მშობლები მამა: სტივენ ჰოკინგი
დედა: ჯეინ ჰოკინგი

კატერინა ლუსი ჰოკინგი[1] (ინგლ. Catherine Lucy Hawking; დ. 2 ნოემბერი, 1969)[2]ინგლისელი ჟურნალისტი, ნოველისტი, განმანათლებელი და ქველმოქმედი. იგი ფიზიკოსის სტივენ ჰოკინგის და მწერლის, ჯეინ ჰოკინგის ქალიშვილია. ცხოვრობს ლონდონში,[3] და ცნობილია როგორც საბავშვო ნოველისტი და სამეცნიერო სფეროში, განმანათლებელი.

ლუსი ჰოკინგი დაიბადა 1969 წლის 2 ნოემბერს, ინგლისში. არის სტივენ და ჯეინ ჰოკინგის ქალიშვილი. ჰყავს ორი ძმა, რობერტი და ტიმოთე ჰოკინგი. გაიზარდა კემბრიჯში, ბავშვობის რამდენიმე წელი გაატარა კალიფორნიაში. სწავლობდა „სტივენ პერსის ფონდში“.

ჰოკინგმა ფრანგული და რუსული ოქსფორდის უნივერსიტეტში შეისწავლა. სწავლისას მან დრო მოსკოვში დაჰყო, რათა რუსულის შესწავლაზე უფრო ფოკუზირებულიყო. შემდგომ შეისწავლა საერთაშორისო ჟურნალისტიკა ლონდონის საქალაქო უნივერსიტეტში.

ჰოკინგი 1998 წელს, ალექს სმიტზე დაქორწინდა. წყვილი 2004 წელს განქორწინდა.[4] მათ ჰყავთ ერთი საერთო შვილი, უილიამი (დაბადებული 1997), რომელიც დაავადებულია აუტიზმით.

  1. Catherine Lucy Hawking, Author from Leeds.
  2. Larsen, Kristine (2005). Stephen Hawking: A Biography. Greenwood Publishing Group, გვ. xv. ISBN 0-313-32392-5. ციტირების თარიღი: 9 June 2008. 
  3. Lucy Hawking.
  4. Saner, Emine. Lucy Hawking's fears. ციტირების თარიღი: 20 February 2017.