არჩვი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
მ წაიშალა კატეგორია:ველური თხები; დაემატა კატეგორია:არჩვი გაჯეტ HotCat-ით |
||
ხაზი 24: | ხაზი 24: | ||
{{ქე|1|219|არაბული ა.}} |
{{ქე|1|219|არაბული ა.}} |
||
[[კატეგორია: |
[[კატეგორია:არჩვი]] |
09:58, 9 ოქტომბერი 2019-ის ვერსია
არჩვი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Rupicapra rupicapra (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 39255 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
არჩვი, ფსიტი (ლათ. Rupicapra rupicapra) — ჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. სხეულის სიმაღლე მინდაოში 65-70 სმ, მენჯთან — 75-85 სმ. წონა 40 კგ-მდე. 20 სმ-მდე სიგრძის, სწორად აღმართული, ბოლოში მოკაუჭებული რქები აქვთ ვაცებსაც და ნეზვებსაც. ვაცი უფრო დიდია და მურა. რქების უკან აქვთ ჯირკვლები, საიდანაც ხურაობის პერიოდში (ოქტომბრიდან დეკემბრამდე) გამოიყოფა სპეციფიკური სუნის სეკრეტი. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილსა და კავკასიის მთებში, საქართველოში — კავკასიონზე, თრიალეთის, გურია-აჭარისა და ლიხის ქედებზე. ცნობილი ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური არჩვი (Rupicapra rupicapra caucasica), იკვებება ბალახით, ზოგჯერ ბუჩქნარის ყლორტებითა და ნეკერით. მაკეობა 6 თვემდე გრძელდება. ჩვეულებრივ მაისში ერთ (იშვიათად ორ) თიკანს შობს. სქესობრივ სიმწიფეს 2 წლისა აღწევს, ზრდას 3 წლისა ამთავრებს, ცოცხლობს 25 წლამდე.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 614.
- არაბული ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 219.